"ჩემი ტორტები 5.000-დან 10.000 ლარამდე ღირს"­
30-10-2017
"ჩემი ტორტები 5.000-დან 10.000 ლარამდე ღირს"­
თამო გზირიშვილის "ტკბი­ლი­ ისტორია" იმ დროიდან იწყება, როდესაც ნიჭიერმა მხატვარმა, თეა­ტრის მხატვრობის ნაცვლად, სა­კონდიტროს კარი შეაღო, თეატრში მხატვრის ადგილი არ იყო!

- სამხატვრო აკადემიის საუ­კ­ეთესო სტუდენტი ვიყავი. მინდო­და, თეატრში მემუშავა, მაგრამ... აღმოვჩნდი საკონდიტროში. მარციპანი ავიღე და ტორტებისთვის­ ფიგურების გამოძერწვას შევუდექი. მერე პატარა საკონდიტროც გავხსენი და ეს საქმე გავაგრძელე. ტორტის ფიგურების გამოძერწვა არ გამჭირვებია - მე ხომ მხატვარი ვარ. ძნელი სახის გამოძერწვა აღმოჩნდა, - ტორტის ფიგურის სახე პატარაა, მასში ის ემოცია
უნდა იყოს, რაც ტორტის შემკვეთს აქვს ჩაფიქრებული. მოკლედ, ელზასა და ანადან დაწყებული, მარციპანის ჰოლ­ივუდის ვარსკვლავები და პოლიტიკოსებიც ბევრი მყავს გამოძერწილი. მაგრამ ყველაზე მეტად საბავშვო­ ტორტების კეთება მომწონს. ბავშვებს ბედნიერი ფიგურები უნდათ და ეს მეც მანიჭებს სიამოვნებას.

- მარციპანის წითელქუდა არ გაგიკეთებიათ?

- ბავშვები წითელქუდას აღარ
ითხოვენ. ალბათ იმიტომ, რომ ტელევიზორში ხშირად ვე­ღარ­ ხედავენ, ახლა ეკრანს დისნეის გმირები "შემოესვივნენ"!

- ყველაზე ხშირად­ საქორწილო ტორტების მორთვა გიწევთ?

- ქორწილი უტორტოდ წარმოუდგენელია. ახლა ტორტის გასალამაზ­ე­ბლად ვარდები ან კამელიები მოსწონთ. ორმეტრნახევრიანი­ ტორტიც გამიკეთებია, დაახლ­ოებით ხუთასნაჭრიანია. მისი მარციპანის ვარდები კი მთელი თვე მიკეთებია - თითო ვარდს 30 ფურცელი აქვს, ყველა სათითაოდ უნდა ამოჭრა, გალაქო და ააწყო.

- რა ღირს ასეთი ტორტები.

- 5.000-დან 10.000 ლარამდე.­ დღეს 5.000-იან ტორტს ბევრი უკვეთს. თუმცა, როცა შესაკვეთად საპატარძლოები და მათი სადედამთილოები მოდიან, ხანდახან ჩხუბამდეც მიდის საქმე. ხშირად სადედამთილოები მართლები არიან. რატომ, მიზეზს არ დავასახელებ.

- შეყვარებულებისთვის თუ უკვეთენ ტორტებს?

- ხშირად. კიდევ უფრო ხშირად მეუღლეები ერთმანეთისთვის.

- თქვენი ტორტები ერთ-ერთ უცხოურ საიტზეც მინახავს, ქება-დიდებაც ახლავს...

- კი, არის ეს საიტი. გამიხარდა, იქ რომ მოვხვდი. მსოფლიოში დღეს ტორტის ბისკვიტების შემოსაგარსად მარციპანს აღარ იყენებენ, უკეთესი კულინარიული საშუალებები შემოვიდა, რომელსაც ჯერ ჩვენამდე არ მოუღწევია.

- თქვენს ტორტებზე ჩონჩხიც მინახავს...

- რამდენი კაციცაა, იმდენი ფანტაზიაა. ყველაფერს საჯაროდ ვერ ვიტყვი, რასაც ხალხი უკვეთს, თორემ გაოცება მერე ნახე.

- ეს ზღაპრული ფიგურები რომ შეისანსლება, არ გენანებათ?

- პირველად მართლაც მიჭ­ირდა ამის გააზრება. ამიტომ ფოტოებს ვუღებდი. აAხლა შევეჩვიე.

ეთერ ერაძე
...
24 აპრილი 2019 11:29
Xutiatasi
19 თებერვალი 2019 12:14
მხოლოდ ლამაზი არ არის, უგემრიელესია თან.
ლელა
01 თებერვალი 2018 23:28
დიდი შრომაა გაწეული და ძალიან ლამაზია,მაგრამ 5 და 10 ათასი მაინც ძალიან ძვირია და არარეალური საქართველოსთვის....

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?