სოფელი, სადაც 4 აკადემიკოსი და 40-ზე მეტი პროფესორი გაიზარდა, სკოლის გარეშეა დარჩენილი
29-10-2017
სოფელი, სადაც 4 აკადემიკოსი და 40-ზე მეტი პროფესორი გაიზარდა, სკოლის გარეშეა დარჩენილი
შვიდი წლის წინ გინესის რეკორდების ქართულმა წარმომადგენლობამ ცენტრალურ ოფისს უცნაური წერილი გაუგზავნა. უცნაური იმიტომ, რომ ქართული მხარე­ არა რომელიმე­ ადამიანის ფიზიკური ან ინტელე­ქტუალური მიღწევის შესახებ რეკორდსმენის სტატუსის მოპოვებას ითხოვდა, არამედ საქართველოს ერთი პატარა სოფლის, ფარცხნალის შეტანას ისახავდა მიზნად მსოფლიო მიღწევების ნუსხაში.

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი იმერული სოფლის გინესის წიგნში შეტანის მოთხოვნის მიზეზი ის გახლდათ, რომ მან ბევრი­ სახელოვანი ადამიანი გაუზარდა სამშობლოს, მათ შორის 4 აკადემიკოსი და 40-ზე მეტი პროფესორი. ასეთი იყო
გინესის რეკორდების ცენტრალური ოფისიდან უკან დაბრუნებული პასუხი: "გვეეჭვება, რომ მსგავსი
სოფელი იყოს მსოფლიოში. თუმცა, ხელაღებითაც ვერ ვიტყვით, გამოკვლევა სჭირდება", - ეს სიტყვები მხოლოდ სიტყვებად დარჩა, სოფელი ფარცხნალი ისევ მსოფლიო აღიარების მოლოდინშია...

მაინც რატომ არის ფარცხნალი მსოფლიოში გამორჩეული სოფელი?


ბევრ მეცნიერებას საქართველოში სწორედ ამ სოფლის მკვიდრებმა
ჩაუყარეს საფუძველი. ამ სოფელთან ბევრჯერ არის დაკავშირებული სიტყვა "პირველი".

ერთ დროს ოთხასკომლიანი სოფელი,­ დღეს თითქმის დაცარიელებულია. თუ ადრე ფარცხნალის არჩილ ხარაძის სახელობის სკოლაში 150-მდე მოსწავლეს ითვლიდნენ, 2006 წელს მოსწავლეების სიმწირის გამო ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლას მიუერთეს და ისტორიაც დასრულდა. ახლა ფარცხნალის სკოლის შენობა ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლის დამატებითი შენობა-ნაგებობაა. იქ გაკვეთილები მხოლოდ პირველ და მეორეკლასელ მოსწავლეთათვის ტარდება. სკოლა, რომელმაც ბუმბერაზი ადამიანები გამოზარდა, დღეს ისტორიად იქცა, ისტორიად, რომელსაც დღეს უკვე სამწუხარო რეალობა ჰქვია.

იზა ბუაჩიძე, ფარცხნალის მკვიდრი და ყოფილი სკოლის დირექტორი: - ჩვენს სოფელში პირველი სკოლა 1902 წელს ეკლესიის ეზოში, ხის უბრალო ქოხში, სოფლის ინიციატივით გახსნილა. პირველი მასწავლებლები გახლდნენ ტაძრის მოძღვარი დავით სუხიაშვილი და ვანო ბირკაძე. სკოლამ მას შემდეგ რამდენიმე ადგილი გამოიცვალა, ახალ შენობებს სოფლის მოსახლეობა საკუთარი სახსრებით ყიდულობდა. 1928 წელს კიდევ ახალი ხის შენობა შეუძენიათ. დღევანდელი ფარცხნალის სკოლაც სწორედ იმ ეზოში აშენდა, რომელიც თავის დროზე ოთხწლიანი გახლდათ, შემდეგ შვიდწლიანი, ხოლო 1962 წელს 8-წლიანად ჩამოყალიბდა. მე სწორედ ამ დროს მივედი პიონერხელმძღვანელად. მაშინ 18 წლის ვიყავი. ჩემს დროს სამი ხის შენობა იდგა. 1984 წელს პედაგოგად დავინიშნე და ვმუშაობდი, სანამ ოპტიმიზაცია მოხდებოდა. უშანგი ვეფხვაძე გახლდათ ჩემი წინამორბედი სკოლის დირექტორი, რომლის თაოსნობით და ბატონი ევგენი ხარაძის დახმარებით 1965 წელს სკოლის კაპიტალური ორსართულიანი შენობა­ აშენდა. 2006 წელს მოსწავლეების სიმწირის გამო ჩვენი განათლების კერა ხარაგაულის მესამე საჯარო სკოლას მიუერთდა. ამჟამად პირველი და მეორეკლასელი თითო-თითო მოსწავლე გვყავს (იხილეთ სრულად).

-
xox
18 მარტი 2019 14:31
ქალბატონო იზა , აღარ ჭირდებათ აღარც აკადემიკოსები და აღარც პროფესორები , ეხლა მთავარია ცნობილების შვილებმა უცხოეთის სასწავლებლებში გაიარ გამოიარონ და სულ ესაა , მამიკოს და დედიკოს ნაშოვნი ფულები ქე აქვთ და ვისღა აინტერესებს ჩვენი სახელოვამი მამულიშვილები , თუნდაც მათგან ერთ ერთის სახელობის სკოლა აშენდეს სოფელში და დარჩეს მომავალ თაობას ნიშნად მათ მიმართ დიდი პატივისცემისა.
მარინე
14 მარტი 2019 00:44
მე ვყოფილვარ სტუმრად ამ ულამაზეს და საამაყო სოფელში,თაბუკაშვილების ოჯახში,სადაც მართლაც უაღრესად მაღალი კულტურის სტუმარ მასპინძლობა მივიღე.გთხოვთ საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა სრული სია მოგვაწოდეთ ამ პატივცემული ადამიანებისა.
!!!
21 თებერვალი 2018 08:29
აზროვნების დიაპაზონი მინიმუმამდე შემცირებული და შინაგანი ინტელექტი 0. კომენტარების ავტორებზე სხვა ვერაფერი შეიძლება თქვა, საშუალო განათლება მაინც არ მიგიღიათ დალოცვილებო რომ გვარები გეცნოთ ამ მეცნიერების? სიტყვა "მეცნიერის" არ ცოდნას რომ თავი დავანებოთ? ბოღმის გამოთავისუფლებაა ცალსახად!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?