"აზრად არ მომსვლია სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა" - კაშიას პირველი კომენტარი მის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე - კვირის პალიტრა

"აზრად არ მომსვლია სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა" - კაშიას პირველი კომენტარი მის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე

ფეხბურთელმა გურამ კაშიამ მის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ვერ ხვდება თუ რატომ დაუპირისპირდა საზოგადოების ერთი ნაწილი საკუთარ სამშობლოში.

კაშიას ინფორმაციით, ლიგის გადაწყვეტილებით, კაპიტნებს ლგბტ თემის დროშის ფერებში სამკლაურები ძალადობას საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში ეკეთათ.

"გასახდელში შევედი და ის სამკლაური იქ იდო... მე კაპიტანი ვარ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვარ გუნდის, რომ გავიყვანო და ეს ჩვეულებრივი თამაში იყო, რომელშიც უნდა მეთამაშა, ამხელა ყურადღება რატომ დაუთმეს?! ჩემს გარდა აბსოლუტურად ყველას ეკეთა სამკლაური და ვერავინ წარმოიდგინა, ვერ ხვდება, რომ ამხელა ამბავი მოჰყვა ამას საქართველოში. აზრად არ მომსვლია, რომ ეს სამკლაური ჩემი ინიციატივით გამეკეთებინა. ჩემი საქმე სპორტია, მინდა ვიყო ფეხბურთში და რაც მიყვარს იმას ვაკეთებდე", - განაცხადა გურამ კაშიამ.

იხილეთ ასევე: "სულ 500 კაცი რომ მოვიდა, იმიტომ დაგვიჭირეს, ახლა ნახავთ, ჰომოსექსუალები სახლში რომ შემოგივარდებიან" - რა მოხდა "ქართული მარშის" აქციაზე?