Lidl-მა გადაჭარბებული მუშაობის გამო თანამშრომელი გაათავისუფლა
07-11-2017
Lidl-მა გადაჭარბებული მუშაობის გამო თანამშრომელი გაათავისუფლა
ჟან პ.-ს ბრალს სდებენ გადაჭარბებული­ მუშაობისთვის. ის ბარსელონაში სუპერმარკეტების ქსელის - Lidl-ის ერთ-ერთი ფილიალის მენეჯერი იყო და მუშაობაში დღე-ღამეს ასწორებდა. კომპანიამ ეს "საშინელი ცოდვა" აღმოუჩინა და სამსახურიდან დაითხოვა. როგორც გაირკვა, ჟანი მუშაობას დილის 5 საათზე იწყებდა და შინაც ძალიან გვიან ბრუნდ­ებოდა - ნორმირებულ სამუშაო საათებს ყოველდღიურად აჭარბებდა, რისთვისაც დამატებით ხელფასს უხდიდნენ. საბოლოოდ, თავდადებული მენეჯერი, შექების ნაცვლად, გააგდეს, რადგან კომპანია საგრძნობლად
დააზარალა. სამსახურიდან გათავისუფლების ცნობაში ასევე წერია, რომ ჟანი პროდუქციას დასახელებასა და ფასებს უცვლიდა.
ჟანს მიაჩნია, რომ უსამართლოდ მოექცნენ და უმადურ კომპანიას სასამართლოში უჩივის.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით