"რის უნდა ეშინოდეს კაცს, რომელსაც უფალი უყვარს?.."გუჯა ბურდული, კინომსახიობი:ბავშვობის ნატვრა...- ბავშვობის უდიდესი ნატვრა იყო, რომ ჩემს შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს ეკრანზე ვენახე.ცხოვრებაში მთავარია....- უფლის სიყვარული... მაგაზე მთავარი არაფერია... როდესაც უფალს შეიყვარებ, მერე გამოჩნდება, ვინ არის უფალი და როგორ უნდა გიყვარდეს. ამაზე დიდი სიხარული და ბედნიერება არ არსებობს.სიმშვიდე ჩემთვის არის...- ტყეში გასვლა... აქედან ფუნიკულიორზე გადავდივარ, იქიდან ოქროყანაში, მერე წავკისში და ბოლოს უძოზე აღმოვჩნდები ხოლმე. იქიდან ნელ-ნელა ვბრუნდები. ეს არის ჩემი დამაწყნარებელი.თვისება, რომელიც არ მომწონს ჩემში...- თამბაქოს ვეწეოდი და შვიდი-რვა წელიწადია თავი დავანებე. ესეც უფლის წყალობით მოვახერხე. როდესაც სუფრაზე მოვხვდებოდი, სადაც თამბაქოს აბოლებდნენ, ცდუნება ერთხელაც ვერ მომერია...როცა მაქებენ...- ხალხის სიყვარულს ვგრძნობ და მიხარია, მაგრამ როცა მაქებენ, მრცხვენია და ერთი სული მაქვს, წავიდე...სიყვარული არის...- "სიყვარული თავად მე ვარო", უფალმა ბრძანა.ვპატიობ...- წინათ არ ვპატიობდი და ახლა ძალიან ბევრ რაღაცას ვპატიობ...ვერასოდეს წარმოვიდგენდი...- რომ არტისტი გავხდებოდი. არც ვიფიქრებდი, არც მინდოდა, მაგრამ მოხდა და კეთილსინდისიერად ვიმუშავე.ვიტირე, როცა...- ნათქვამია, ვაჟკაცები არ ტირიანო. ისე, ცრემლი ადამიანს პატარა რაღაცაზეც შეიძლება წამოუვიდეს. გულამოსკვნით ტირილი, ალბათ, საყვარელი ადამიანის წასვლამ შეიძლება გამოიწვიოს.ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი...- პატრიარქი... იმას ვენაცვალე.მეშინია...- რის უნდა ეშინოდეს კაცს, რომელსაც უფალი უყვარს?.. ბოლოს ყველა იქ წავალთ, მაგრამ, როცა იცი, რომ უფალთან მიხვალ და ჩაეხუტები, აღარაფრის გეშინია... ცხოვრება კარგია...ოცნებად დარჩა...- მსახიობობით და შემოქმედებით ყველაფერს მივაღწიე. ორი დისკი ჩავწერე, რომ ჩემს შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს ჩემი სიმღერისთვის მოესმინათ.ყველაზე ხშირად ვფიქრობ...- ოჯახზე... მთავარი სიყვარული და საფიქრალი ეგ არის.საქართველოს გარეშე...- რამდენჯერაც საზღვარგარეთ ვიყავი, ერთი სული მქონდა, საქართველოს როდის მოვესიყვარულებოდი. თვითმფრინავიდან ანძის დანახვისთანავე ვწყნარდებოდი.თბილისი წარსულში და ახლა...- ის თბილისი სულ სხვა სილამაზე იყო. რომ მახსენდება, აი, მაშინ მეტირება ხოლმე. ადამიანებს შორის იმხელა სიყვარული სად გაქრა და სად დაიკარგა, არ ვიცი. ახლა ხალხი მოღუშული, ჩაფიქრებულია... ფული არა აქვთ...მარადიულია...- სიყვარული. ერი არ დაიღუპება, თუ ადამიანებს ერთმანეთი უყვართ.ბედნიერება არის...- შვილები, შვილიშვილები... რაც უფრო მეტი გყავს, უფრო ბედნიერი ხარ.მართალია, ზოგჯერ გაბრაზებენ, მაგრამ ოჯახზე დიდი ბედნიერება მაინც არაფერია.ტყუილი გამართლებულია, როცა...- არის მომენტები, როდესაც ადამიანის ფსიქიკა სიმართლის ცოდნას ვერ გაუძლებს. ეს გამართლებულია...მე და პოლიტიკა...- ძალიან ჩართული ვიყავი, მაგრამ ახლა მითხრეს, პატარა ხანი გაჩერდიო და გავჩერდი...ახალი თაობა...- თაობა მოდის, რომელსაც სწავლა და განათლება უნდა, ამის გარეშე არაფერი გამოვა. რა უნდა აკეთო, თუ არ განათლდი? მაინცდამაინც ნიჩაბი უნდა აიღო და მიწა თხარო?ბედისწერა არის...- ბედი და იღბალი უფლისგან მოდის. თუ კარგად მოექცევი, ისიც კარგად მოგექცევა. თუ ცუდად, საკუთარ თავს ავნებ.