"ძალიან მტკივა გული. ეს მარტო საქართველოში შეიძლება მოხდეს" - რას წერს სოფო შევარდნაძე "ფეისბუკში"? - კვირის პალიტრა

"ძალიან მტკივა გული. ეს მარტო საქართველოში შეიძლება მოხდეს" - რას წერს სოფო შევარდნაძე "ფეისბუკში"?

ჟურნალისტმა სოფო შევარდნაძემ ბაბუაზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე "ფეისბუკში" პოსტი გამოაქვეყნა.

ტელეწამყვანი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ცოტა ხნის წინ თბილისში გახსნილ გამოფენაზე, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევას ეძღვნებოდა, ედუარდ შევარდნაძის ფოტოსთვის ადგილი არ მოიძებნა:

"ძალიან იშვიათად ვწერ ჩემს ბაბუაზე საერთოდ რამეს, მითუმეტეს პოლიტიკურ კონტექსტში. მაგრამ არის მომენტები, როდესაც ძალიან მიმძიმს სიჩუმე და მტკივა გული. მარტო საქართველოში შეიძლება გაიხსნას ევროპის მოედანზე გამოფენა ბერლინის კედლის ფრაგმენტიდან და არ იყოს იქ ჩემი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის ფოტო. ეს არც ადამიანურ, არც ობიექტურ და მით უმეტეს არც ისტორიულ ლოგიკაში არ ჯდება. საინტერესოა, თუ საერთოდ ექნებოდა ხალხს იმის საშუალება, რომ კედლის ფრაგმენტს ხელით შეეხოს, არამც თუ ჩემი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის უდიდესი როლი ბერლინის კედლის დანგრევაში და ევროპის გაერთიანებაში. მარტო საქართველოში..."

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილებმა საქართველოში გერმანიის ელჩს წერილით მიმართეს. ერილში, რომელიც ჰაიკე ფაიჩის გაეგზავნა, შევარდნაძეები გულისტკივილს გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ ევროპის მოედანზე, ბერლინის კედლის ფრაგმენტის გახსნის ფარგლებში გამართულ გამოფენაზე ედუარდ შევარდნაძის ფოტოს ადგილი ვერ გამოინახა.

"ეს ობიექტური ისტორიის სრულ იგნორირებას წარმოადგენს" - რა მიმართვას ავრცელებენ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილები?