"გუდვილი" - ყველაზე საიმედო და ხარისხიანი საკვების გარანტია - კვირის პალიტრა

"გუდვილი" - ყველაზე საიმედო და ხარისხიანი საკვების გარანტია

ზაფხულის დადგომასთან ერთად გახშირდა მოწამვლის შემთხვევები და მთავარი პრობლემაც ისევ საკვების ხარისხი და საიმედოობაა. ჯანმრთელობაზე საშიში ზეგავლენის თავიდან აცილება დღის წესრიგში დადგა.

როგორ უნდა მოვახერხოთ ეს? პირველი დაუწერელი კანონია, არ ვიყიდოთ საკვები იქ, სადაც არ ამოწმებენ და შემთხვევითი გადამყიდველის მოქარგული ენის იმედად არ დავრჩეთ. მაგრამ რამდენად დაცული ვართ იქ, სადაც ერთი შეხედვით ყველაფერი მაღალ დონეზეა? ჩვენ დავინტერესდით ამ საკითხით და ვეწვიეთ კომპანია "გუდვილს", რომელიც  ურყევი ავტორიტეტით სარგებლობს. უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილმა ლაბორატორიამ, სადაც ყოველდღიურად მოწმდება საკვები პროდუქტები ღელვის საფუძველი არ დაგვიტოვა, თუმცა ჩვენ მაინც მეტის გაგება მოვინდომეთ და ვესაუბრეთ ლევან ჩიტეიშვილს, "გუდვილის" ხარისხის სამსახურის უფროსს:

- მას შემდეგ, რაც ჩვენთან ხარისხის სამსახური ჩამოყალიბდა. შეგვიძლია მივყვეთ მთლიან ჯაჭვს, ნედლეულის მიღებიდან საბოლოო პროდუქტის რეალიზებამდე. მკაფიოდ გამოკვეთილია ყველა პირის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩართულია ამ ჯაჭვის რომელიმე რგოლში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია...

- რამდენად აქცევს "გუდვილი" ყურადღებას ეგრეთ წოდებულ პირველ რგოლს, ანუ ნედლეულის უშუალო მომყვანის არეალს, ფერმისა თუ საბაღე ნაკვეთების ეკოლოგიურ მდგომარეობას?

- ცხადია, ამას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ ვცდილობთ ყველა ნედლეული ეკოლოგიურად სუფთა ადგილზე იყოს ნაწარმოები და დაცული იყოს ყველა პირობა მისი დამუშავებისას. ხარისხის სამსახური ახდენს საიტვიზიტებს - მომწოდებლების ადგილზე შემოწმებას. ჩვენ შემუშავებული გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც მუდმივად ვაკონტროლებთ მომწოდებლებს. მაგალითად, შემიძლია დაგისახელოთ ხორცი როგორ ხვდება "გუდვილში".

დავიწყოთ იქიდან, რომ მომწოდებლები საქონელს ზრდიან ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. როცა დგებოდა დაკვლის საკითხი, პრობლემები იჩენდა ხოლმე თავს. საქართველოში არ არსებობდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასაკლაო, რაც აუცილებელი პირობაა, რომ შემოტანილი ხორცის უვნებლობის მაჩვენებელი დაცული იყოს პირველივე ეტაპზე - დაკვლის მომენტში. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნით და იმ სტანდარტის საფუძველზე, რომელიც მოქმედებს ამ სფეროში, ჩვენმა მომწოდებლებმა სასაკლაო ააშენეს. იქ დაკლული საქონლის ხორცი გვაძლევს გარანტიას, რომ არ ექნება ფიზიკური დაზიანებები, არ იქნება დაავადებული.

ხორცის ადგილზე შენახვა და ტრანსპორტირება ხდება შესაბამისი ტემპერატურული ბალანსის დაცვით. "გუდვილში" შემოსული ხორცი მოწმდება ვეტერინარულ ლაბორატორიაში, ხოლო ნახევარფაბრიკატის მომზადების პროცესში მიკრობიოლოგიურადაც. ხარისხობრივი მაჩვენებელი როგორია, თავად მომხმარებელი ხვდება. ასევე გარანტირებული გვაქვს ბოსტნეულის, თევზის პროდუქტებს ხარისხი.

- რამდენად აღჭურვილია თქვენი ლაბორატორია და რამდენად კომპეტენტურია ის პასუხი, რომელსაც ლაბორატორია გაწვდით?

- ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია გერმანული და ისრაელის წარმოების აპარატურით. აქ მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე მიკრობიოლოგები და ლაბორანტები, რომლებიც ექსპერტებად არიან მიჩნეულნი ამ სფეროში.

- რამდენად ამოწმებთ იმპორტირებულ პროდუქციას?

- ყველა იმპორტირებულ პროდუქტს მოჰყვება დოკუმენტაცია, რომელიც მისი ხარისხის გარანტიას გვაძლევს. ჩვენ, ცხადია, ვენდობით ამ დოკუმენტაციას, რადგან არსებობს საერთაშორისო შეთანხმება თანმხლები დოკუმენტაციის ურთიერთცნობის შესახებ. მაგრამ, რაკი ზოგჯერ საქმე მალფუჭებად პროდუქტებს ეხება, მაგალითად, თევზეულს ან ძეხვს, ჩვენ მწარმოებელთან შეთანხმებით მათ ხელმეორე მიკრობიოლოგიურ კონტროლს ვახდენთ. უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში, პროდუქცია არ დაიშვება გაყიდვაში და უბრუნდება მწარმოებელს.

- როდესაც საკვები პროდუქტების ხარისხის სტანდარტზეა ლაპარაკი, საინტერესოა, რამდენად თანხვდება თქვენი სტანდარტი განვითარებული ევროპის ქვეყნების ანალოგიურ სტანდარტებს?

- ჩვენ გვაქვს სერტიფიკატი, რომელშიც გაერთიანებულია  ISO 9001:2008 სერტიფიკატი და HACCP-ის კონცეფცია (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები). მუხლჩაუხრელად ვშრომობდით 8 თვე, მოვამზადეთ არა მარტო დოკუმენტაცია, მოვახდინეთ ტექნიკური გადაიარაღებაც სამზარეულოში.

სერტიფიკატის მიღება იმას არ ნიშნავს, რომ რაკი გვაქვს, მომავალში აღარ დაგვჭირდება თავის შეწუხება.

ჩვენ მუდმივად უნდა დავაკმაყოფილოთ ის პირობები, რომელიც საჭიროა ამ სერტიფიკატის ფლობისათვის. წელიწადში ერთხელ გერმანული მასერტიფიცირებელი ორგანო TUV SUD-იდან ექსპერტები ჩამოდიან და ატარებენ საკონტროლო აუდიტს. მორიგი საკონტროლო აუდიტი გავიარეთ წელს, მაისში. გერმანელებმა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ ღირსეულად ვატარებთ სერტიფიკატს. ასე რომ, მოდუნების საშუალება არც გვაქვს, მოპოვება შეიძლება ისეთი რთული არ იყოს, როგორც მისი შენარჩუნება. სწორედაც   ISO 9001:2008 და HACCP-ი თავის თავში ასევე გულისხმობს "კოდექს ალიმენტარიუს" სტანდარტების განუხრელ დაცვას.

ეს გახლავთ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სურსათისა და სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივი ორგანო, კოდექს - კანონი, ხოლო ალიმენტარ - კვება. ეს ორგანო შეიმუშავებს ხარისხობრივ სტანდარტებს. რადგან საქართველო არის "კოდექს ალიმენტარიუსის" წევრი ქვეყანა 1997 წლიდან, რადგან საქართველოში რამდენიმე ათეული სტანდარტი მიღებულია როგორც ჩვენი შიდა სტანდარტი, ძალიან გაგვიადვილდა ხარისხის ევროპული დონის მიღწევა. "გუდვილში" ხარისხის თამასა საკმაოდ მაღლა გვაქვს აწეული და ეს ამავდროულად ევროპული სტანდარტიცაა.

R