მიხეილ სააკაშვილის ბებია, მზია წერეთელი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილის ბებია, მზია წერეთელი გარდაიცვალა

საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბებია მზია წერეთელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე სააკაშვილის ბიძაშვილი, ნიკა ალასანია წერს. პოსტის კომენტარებში მეგობრები მწუხარებას იზიარებენ.

85 წლის მზია წერეთელი საზოგადოებრივად ძალიან აქტიური იყო. ის ხშირად ჩნდებოდა მისი შვილიშვილის, მიხეილ სააკაშვილის და ქალიშვილის, გიული ალასანიას გვერდით და მონაწილეობას იღებდა როგორც პოლიტიკურ ისე საზოგადოებრივ ღონისძიებებში.

Ambebi.ge