რატომ დატოვა თანამდებობა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა? - კვირის პალიტრა

რატომ დატოვა თანამდებობა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა?

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ თანამდებობა დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თემურ თორდინავამ განუცხადა, პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე, 13 ნოემბერს დატოვა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ უხელმძღვანელებს მის ნაცვლად ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, თემურ თორდინავა ამბობს, რომ ამაზე ინფორმაციას არ ფლობს.

"საკუთარი სურვილის საფუძველზე დავწერე განცხადება, რომ დავტოვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა. სად გავაგრძელებ მუშაობას, ამას მოგვიანებით შეიტყობთ, რადგანაც მაქვს კონკრეტული გეგმები", - განაცხადა თორდინავამ.

ამასთან, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უკვე ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, თბილისის მერიის ახალ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის თაობაზე საუბარი არ ჰქონია.

"ინტერპრესნიუსი"