"ვფიქრობ საყვარელ ბებიაზე - მზია წერეთელზე, ვის დაკრძალვასაც მიშა ვერ დაესწრება" - რას წერს სანდრა რულოვსი "ფეისბუკში" - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ საყვარელ ბებიაზე - მზია წერეთელზე, ვის დაკრძალვასაც მიშა ვერ დაესწრება" - რას წერს სანდრა რულოვსი "ფეისბუკში"

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც თან მიხეილ სააკაშვილის ბებიასთან ერთად გადაღებული ფოტოები ახლავს. შეგახსენებთ, ყოფილი პრეზიდენტის ბებია, მზია წერეთელი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

"როცა facebook-ში შევდივარ, მეკითხება ხოლმე: “What’s on your mind, Sandra?” (რაზე ფიქრონ სანდრა?)

ბევრ რამეზე ვფიქრობ დღეს -ჩვენი ქორწინების დღის 24 წლისთავი- ოღონდ არა ამ დღის აღნიშვნაზე.... სამწუხაროდ, ჩემი ფიქრები სევდიანია:

…ვფიქრობ დედაჩემზე, რომელიც წავიყვანეთ ალცგეიმერით დავადებულთა დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა გაუარესდა ვეღარც დადის და ვერც გველაპარაკება,..

…ვფიქრობ მიშაზე, ვინც ეხლა სულ მარტოა დარჩენილი კიევში, ერთგული ქართველი დაცვის წევრების და ოპერატორის გარეშე რადგან ყველა გაურკვეველ ვითარებაში იქნა დაკავევული და დეპორტირებული…

… და ვფიქრობ ჩვენს საყვარელ 90 წლის ბებიაზე მზია წერეთელზე, ვინც მოკლე პერიოდში ბოლომდე ებრძოდა საბედისწერო ავადყოფობას და ვის დაკრძალვაზე ხვალ მიშა ვერც დაესწრება...

მაგრამ იმედს არ ვკარგავთ, ჩვენი ოჯახი სამართლიან ბრძოლას აგრძელებს და აუცილებლად გადავლახავთ დღევანდელ სირთულეებს!", - წერს სანდრა რულოვსი "ფეისბუკში". (წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა