"2020 წელი გადამწყვეტი იქნება საქართველოსთვის"
20-11-2017
"2020 წელი გადამწყვეტი იქნება საქართველოსთვის"
"2019 წელს იუპიტერი მშვილდოსანში გადადის და იქ ერთი წელი დარჩება. იუპიტერი გამარჯვების პლანეტაა. ეს იქნება საქართველოსთვის ამოსუნთქვის პერიოდი. ამ დროს მნიშვნელოვანია ჩვენი საგარეო ურთიერთობები, კაპიტალის დაბანდება, ეკონომიკური ზრდა, პოზიციების გამყარება..."

ნინა ხომერიკი 25 წელზე მეტია, ასტროლოგია,­ პროფესიას მოსკოვში დაეუფლა. პირადი რუკა, პლანეტების განლაგება და მათი გავლენა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე საზოგადოებისთვის საინტერესო გახდა. რა არის ასტროლოგია, რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ, პირადი რუკის მნიშვნელობასა და საქართველოს პოლიტიკურ ბედზე ნინა ხომერიკი "კვირის
პალიტრის" მკითხველს უამბობს.

- ბოლო ხანს ძალიან პოპულარული გახდა ასტროლოგია. ბევრს მკითხაობა ჰგონია, მაგრამ მას საერთო არა აქვს ბანქოსა და ყავის ნალექზე მჩხიბაობასთან. ასტროლოგიის ყოველი ასპექტი მათემატიკურ გამოთვლაზეა დაფუძნებული...
რუკით სერიოზული საკითხების დაგეგმვა შეიძლება. ასტროლოგია პირველი მეცნიერებაა, რომელიც დედამიწაზე შეიქმნა. მთვარის ციკლებით ხალხი იღებდა მოსავალს,
ქმნიდა ოჯახს, იგებდა დროს...
პირველი ქართველი ასტროლოგი ვახტანგ გორგასალი იყო - ის ვარსკლავთგანლაგებით იტყობდა, ომს მოიგებდა, თუ არა...
რას გვაძლევს პირადი რუკა?

ზოდიაქოს 12 ნიშნიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ორი ადამიანი (ან ადამიანები) იდენტური იყოს. ინდივიდუალიზმს განაპირობებს ის, თუ დაბადების მომენტში როგორ იყვნენ განლაგებული პლანეტები. ეს არის ჩვენი ცხოვრების ათვლის წერტილი. ჩვენ ვიბადებით კონკრეტულ ნიშანში. მზე ჩვენი ენერგიაა. მზის სისტემის პლანეტები გავლენას ახდენენ ჩვენზე. მთვარე ჩვენს ზრახვებს განაპირობებს, მერკური - ურთიერთობებს, ვენერა - გრძნობებს, მარსი - ენერგეტიკას. ადამიანის დაბადების მომენტში არსებული მდგომარეობა და მისი გაშიფვრა ცხოვრების მოწყობის საშუალებას იძლევა. ეს გახლავთ ასტროლოგიური რუკა.
ყველა მეფეს ჰყავდა ვარსკვლავთმრიცხველები, რომლებიც პლანეტების განლაგების მიხედვით უგეგმავდნენ, რა დროს უნდა წამოეწყოთ ომი, რომ გაემარჯვათ. სტალინს, ბერიას, ლენინსაც ჰყავდათ ასეთი მრჩევლები. სტალინმა ჩინებულად იცოდა ასტროლოგია და ენდობოდა კიდეც მას. სახელი - სტალინი - სწორედ ასტროლოგებმა შეურჩიეს დაბადების მონაცემების მიხედვით, რათა პლანეტების დადებითი განწყობა მოეპოვებინა და ბელადად ეღიარებინათ.
ჩემთვის პოლიტიკოსებს არაერთხელ უკითხავთ, დავთანხმდეთ თუ არა შემოთავაზებულ თანამდებობაზეო. რუკიდან გამომდინარე, მირჩევია, თავი შეეკავებინათ. ვინც თავის რესურსს სწორად აფასებს, ცხადია, ითვალისწინებს კიდეც რჩევას.
სხვათა შორის, პოლიტიკოსებმა და საჯარო პირებმა კარგად იციან ასტროლოგიის შესაძლებლობები.

კარმული პარტნიორი

იდეალურია, როდესაც ადამიანი პოულობს თავის კარმულ პარტნიორს, ანუ წინა ცხოვრების მამაკაცს ან ქალს. ამ შემთხვევაში ყველაფერი ჰარმონიულად მიმდინარეობს.
კარმულ პარტნიორს ამოიცნობს ნებისმიერი, ასტროლოგიაში ნაკლებად გარკვეული ადამიანიც კი.

საქართველოს ასტროლოგიური პროგნოზი

ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად თუ სტრატეგიული ნაბიჯების გადასადგმელად თარიღს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, საქართველოში ძირეული ძვრები - არჩევნები თუ სამთავრობო ცვლილებები მზის და მთვარის დაბნელებების პერიოდს უკავშირდება. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის - 26 მაისის მიხედვით (თუ ამ თარიღს ჩავთვლით დამოუკიდებელი საქართველოს დაბადების დღედ), ჩვენი ქვეყნის ასტროლოგიური ნიშანი ტყუპია. მას ახასიათებს სირთულეები, გაჭირდება საერთო ენის გამონახვა...
ბოლო დროს ძალიან მძიმე პერიოდი გვქონდა...
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ნიშანი, რომელიც საქართველოს მმართველია და მას განაგებს, ძალიან შორს არის აღმავლობიდან.

რას ნიშნავს მერწყულის ეპოქა

საუკუნეებს­ აქვს თავისი ეპოქები, რომლებიც ასტროლოგიური ნიშნებით სახელდება... მაგალითად, ახლა ჩვენ ვართ მერწყულის ეპოქაში. მერწყული თავისუფლებაა, მაგრამ თავისუფლება არ გამოიხატება მხოლოდ საქციელით, ის გულისხმობს სულიერ განვითარებას და გონებრივ თავისუფლებას, რომელიც აუცილებლად განათლებას უკავშირდება. აუცილებელია, ერმა მიიღოს სწორი განათლება, თორემ ძალიან დავიჩაგრებით, რადგან ასტროლოგიური ნიშნით რუსეთი არის მერწყული, დადგა მისი ეპოქა და შეუძლია, ყოველზე და ყველაფერზე იბატონოს.
პლანეტების ასეთი განლაგება რუსებს შესაძლებლობას მისცემთ, მიიღონ ყველა ის ტერიტორია და შეიერთონ ის ქვეყნები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ მისგან თავის დაღწევას. ეცდება, ძველ სქემას დაუბრუნდეს. თუ არ განვვითარდით და სრულფასოვანი განათლება არ მივიღეთ, ჩვენ მას ომს ვერ მოვუგებთ.
2019 წელს იუპიტერი მშვილდოსანში გადადის და იქ ერთი წელი დარჩება. იუპიტერი გამარჯვების პლანეტაა. ეს იქნება საქართველოსთვის ამოსუნთქვის პერიოდი. ამ დროს მნიშვნელოვანია, ვეცადოთ ჩვენი საგარეო ურთიერთობების გამყარებას, კაპიტალის დაბანდებას, ეკონომიკურ ზრდას, პოზიციების განმტკიცებას.

2020 წელი ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი იქნება.

ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით