ვის წარადგენს კალაძე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად? - კვირის პალიტრა

ვის წარადგენს კალაძე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად?

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად კახაბერ გვანცელაძე დაინიშნება. გვანცელაძე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას დროს დედაქალაქის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

კახაბერ გვანცელაძეს თბილისის ახალი მერი, კახა კალაძე დღეს წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე 13 ნოემბერს დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"