საქართველოს რომელ რეგიონშია მოსალოდნელი წვიმა და თოვლი 21 ნოემბრიდან? - კვირის პალიტრა

საქართველოს რომელ რეგიონშია მოსალოდნელი წვიმა და თოვლი 21 ნოემბრიდან?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 ნოემბერს დღის ბოლოდან 24 ნოემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ პერიოდში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი (ზოგან ძლიერი), დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი და ზღვაზე 4 – 6 ბალიანი შტორმი.

სააგენტოს განცხადებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება და მაღალმთიან ზონაში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

"ინტერპრესნიუსი"