ახლადგახსნილ H&M-ის მაღაზიაში უცხოელი კონსულტანტებიც მუშაობენ - რას აცხადებენ კომპანიაში? - კვირის პალიტრა

ახლადგახსნილ H&M-ის მაღაზიაში უცხოელი კონსულტანტებიც მუშაობენ - რას აცხადებენ კომპანიაში?

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თბილისში გახსნილი შვედური ტანსაცმლის ბრენდის H&M-ის ფილიალში მომხმარებლებს უცხოელი კონსულტანტები ემსახურებიან, რამაც საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია.

Allnews.ge-მ გავრცელებული ინფორმაცია H&M-ის ადმინისტრაციასთან გადაამოწმა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებლებს ძირითადად, ქართველი კონსულტანტები ემსახურებიან.

"H&M-ის პირველ ქართულ მაღაზიაში, რომელიც 18 ნოემბერს "გალერია თბილისში" გაიხსნა, ძირითადად გვყავს ქართველი თანამშრომლები, მათ შორის, დეპარტამენტის მენეჯერები, ასევე მაღაზიის მენეჯერიც არის ქართველი. როგორც ყველა ახალ ქვეყანაში, საქართველოშიც გვყავს დამხმარე თანამშრომლები ჩვენი მაღაზიებიდან, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ ქართველი თანამშრომლების ტრენინგის პროცესში. გაგრძელება