"არსებობს ეჭვი, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ქმნის დაძაბულობის კერებს" - კვირის პალიტრა

"არსებობს ეჭვი, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ქმნის დაძაბულობის კერებს"

"არა მგონია, ეს პრობლემა ამ ერთი მოვლენით ამოიწუროს, რადგან ერთხელ პრეცედენტი გაჩნდა, ვფიქრობ, ამას გაგრძელება ექნება", - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში გადაცემა "360 გრადუსში" ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციის შეფასებისას განაცხადა.

მისი შეფასებით, როგორც ჩანს, საქართველო ვერ აცდა ტერორიზმის საფრთხეს.

"როგორც ჩანს, ვერც ჩვენ ავცდით იმ პროცესებს, რომელსაც თვალს ვადევნებდით შორიდან - თურქეთში, სირიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში და ა. შ. ჩვენც ცხოვრების იმ რეჟიმში მოგვიწევს გადასვლა, რადგან ტერორიზმი ფაქტია და ვერანაირი მნიშვნელობის სახელმწიფო ვერ აცდება ამ პრობლემას", - განაცხადა ფირალიშვილმა.

მისი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, ქმნის დაძაბულობის კერებს.

"არამგონია, ეს პრობლემა ამ ერთი მოვლენით ამოიწუროს, ერთხელ გაჩნდა პრეცედენტი, ვფიქრობ, ამას გაგრძელება ექნება. მითუმეტეს, რომ არსებობს ძალზე სერიოზული ეჭვი. ამ ეჭვის შესახებაც ღიად საუბრობენ დასავლეთის პოლიტიკოსები და ლიდერები, რომ ამ პროცესების მიღმა დგას ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, რომელიც ქმნის დაძაბულობის კერებს", - განაცხადა ფირალიშვილმა.

იხილეთ ასევე: კორპუსში ბლოკირებული ტერორიზმში ეჭვმიტანილები, სავარაუდოდ, ISIS-ის ჩეჩენი მებრძოლები არიან