"ამ შეხვედრაზე მხოლოდ ელიზბარი (მეუფე შიო) არ ემთხვია ხელზე პატრიარქს, "მამაკაცს ხელზე არ ვაკოცებო" - კვირის პალიტრა

"ამ შეხვედრაზე მხოლოდ ელიზბარი (მეუფე შიო) არ ემთხვია ხელზე პატრიარქს, "მამაკაცს ხელზე არ ვაკოცებო"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ თავის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა. თეოლოგების განმარტებით, თანამოსაყდრე ავტომატურად პატრიარქის მემკვიდრედ ვერ ჩაითვლება, თუმცა როგორც ისინი აღნიშნავენ, ილია მეორე მიღებული გადაწყვეტილებით შეიძლება ხაზს უსვამდეს, რომ მომავალი პატრიარქის პოზიციაზე მისთვის მისაღები კანდიდატურა მიტროპოლიტი შიო მუჯირია.

რამდენიმე წლის წინ გავრცელდა ფოტო, რომელზეც პატრიარქთან ერთად ასახულნი არიან: გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, ირაკლი კაკაბაძე, გიო მგელაძე, მამაო გრიგოლი (ერის კაცობაში გიორგი ჭიჭინაძე), ქორ-ეპისკოპოსი მეუფე შიო (ერის კაცობაში ელიზბარ მუჯირი)...

ფოტომ საზოგადოების ინტერესი გამოიწვია, წლების წინ "კვირის პალიტრამ" რეჟისორ გიო მგელაძე ჩაწერა, გთავაზობთ ამონარიდებს.

"ეს ფოტო გადაღებულია 1987 წელს. 17-18 წლისები ვართ. მარცხენა რიგში სხედან (მარცხნიდან) ირაკლი კაკაბაძე, ლევან ვასაძე, ქორ-ეპისკოპოსი მეუფე შიო (ერის კაცობაში ელიზბარ მუჯირი), საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გიორგი მარგველაშვილი, ბერი, მამაო გრიგოლი (ერის კაცობაში გიორგი ჭიჭინაძე) და მე - ანარქისტი-ქრისტიანი, პაციფისტი, მეომარი გიო მგელაძე...

არ მახსოვს, ჩვენ ვთხოვეთ პატრიარქს რომ შეგვხვედროდა თუ პატრიარქმა დაგვპატიჟა. მახსოვს ამ შეხვედრაზე მხოლოდ ელიზბარი (მეუფე შიო) არ ემთხვია ხელზე პატრიარქს. "მამაკაცს ხელზე არ ვაკოცებო". ახლა ის ეპისკოპოსია, ქორ-ეპისკოპოსი... ამ ფოტოზე ყველანი ძალიან სერიოზულები ვართ, ამ დროს, მახსოვს აუდიენცია 2 საათიი გაგრძელდა, ყოფნა-არ ყოფნაზეც მხიარულად ვსაუბრობდით, ჩვენ, ახალგაზრდა მაქსიმალისტები და ბრძენი ილიაც და ძალიან ბევრი ვიცინეთ. პატრიარქი მოვიდას ნაცვლად "მოიდას" იძახის და ყველა "მოიდაზე" ექვსივე "მაქსიმალისტი" სიცილით "ვიხეოდით", რაზეც პატრიარქს ეღიმებოდა. (იხილეთ სრულად)

ირაკლი კაკაბაძე, მწერალი კი "კვირის პალიტრასთან" ამბობდა: "ყველა ეს ადამიანი ჩემი ახლო მეგობარია და მეტნაკლებად ყველასთან მაქვს ურთიერთობა. ყველა ღირსეული პიროვნებაა.

...ძალიან მიხარია, რომ ჩემს ახალგაზრდობის მეგობრებს საქმე კარგად მიუდით: გიო მგელაძე უნიჭიერესი რეჟისორი და ფოტო-ხელოვანია, აგრეთვე საკმაოდ ინოვაციური მწერალი, ლევან ვასაძე ბიზნესმენი და ქმელმოქმედი (ყველა ჩვენგანს ძალიან ეხმარებოდა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და ამას ვერავინ დაუკარგავს), მეფე შიო ერთ-ერთი გამორჩეული რელიგიური მოღვაწეა, რომელიც სულ ახალგაზრდა ასაკიდან ეკლესიის სამსახურშია, ასევე უაღრესად განათლებული პიროვნებაა მამა გრიგოლი, იგივე გიორგი ჭიჭინაძე და გიორგი მარგველაშვილზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

ბედნიერი ვარ, რომ ღვთის წყალობით, ჩვენი სამეგობროს ყველა წევრი კარგადაა და თავისებურად ადგება საკუთარ საზოგადოებას და ქვეყანას. (იხილეთ სრულად)

იხილეთ ასევე: "ის საპატრიარქოში არსებული ჯგუფებიდან არცერთს არ მიეკუთვნება" - ვინ არის მიტროპოლიტი შიო მუჯირი?