"შინ დაბრუნებულები ტალახიანი თითებით მაკარონსა და ბრინჯს ვჭამდით" - ემიგრანტი ქალის მძიმე ისტორია
23-11-2017
"შინ დაბრუნებულები ტალახიანი თითებით მაკარონსა და ბრინჯს ვჭამდით" - ემიგრანტი ქალის მძიმე ისტორია
ემიგრანტობა იოლი სულაც არ არის. თითოეულ ადამიანს, ვინც სამშობლო დატოვა და თავის სარჩენად უცხოეთში გაემგზავრა, თავისი სევდიანი ამბავი აქვს მოსაყოლი. თავიდან ყველას უჭირს, შემდეგ ალღოს უღებენ და იქაურ პირობებს ეგუებიან.

რუსუდან კაჭკაჭიშვილი სანამ ვენაში მოხვდებოდა, ჯერ "საშინელებათა ფილმში" მოხვდა. ფაქტობრივად, შიშისა და როზგის ქვეშ უწევდა მონური შრომა. თავს კი გაქცევით უშველა. ემიგრანტმა ჟურნალ "გზასთან" ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ამ ინტერვიუდან:

"მარტო ვზრდიდი 2 შვილს, 4 ადგილზე ვმუშაობდი, მაგრამ თავი ძლივს გაგვქონდა.
იმ პერიოდში დაიწყო სამუშაო ვიზები ლიტვაში. მითხრეს, რომ 6-თვიანი ვიზა და ხელფასი 1.200 ევრო მექნებოდა. გამიხარდა, ვიფიქრე, _ 6 თვით წავალ, ცოტა ფულს მოვაგროვებ და ჩამოვალ-მეთქი..."

"ვერ გავთვალე, რომ თუ ამხელა ხელფასი იყო, რასაც გვპირდებოდნენ, თვითონ ლიტველები რატომ არ მიდიოდნენ სამუშაოდ? თანაც, ჩვენი ვიზით მხოლოდ
იმ ადგილას გქონდა მუშაობის უფლება და ასე უცბად ვერ დავტოვებდი იქაურობას. დრო მჭირდებოდა, რამე რომ მომეფიქრებინა. ჩვენი უფროსი იყო ძალიან მაღალი, მსუქანი ქალი. სამხედრო ფორმით, მაღალყელიანი ჩექმით და "დუბინკით" დადიოდა. ყოფილი პოლიციელი იყო და ყველაფერს აზანზარებდა..."


მარი ჯაფარიძე
გერდა
24 ნოემბერი 2017 18:39
ჩრდილოეთ კორეაში იყო ალბათ და ლიტვა ეგონა.:)
ილო-ილო
24 ნოემბერი 2017 18:08
და ტალახიანი თითებით რატო ჭამდნენ,დაბანას უშლიდაა ვინმე?
კესო
24 ნოემბერი 2017 16:49
შეიძლება ინტერვიუერი რუსუდან კაჭკაჭიშვილიც ფილმის შთაბეჭდილებით ხატავს ასეთ სურათს. რაღაც ეჭვი მეპარება ლიტვაში ასეთი ამბები ხდებოდეს.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, როგორ შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში გასულ წლებთან შედარებით?