"ავღანეთში მყავდა სამივე შვილი, მშვიდობით დამიბრუნდნენ, მაინტერესებს აქ რა მოხდა, მშვიდობიან ადგილზე?!" (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"ავღანეთში მყავდა სამივე შვილი, მშვიდობით დამიბრუნდნენ, მაინტერესებს აქ რა მოხდა, მშვიდობიან ადგილზე?!" (ვიდეო)

24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია დაღუპულთა შორის არის 10 საქართველოს და 1 ირანის მოქალაქე. გარდაცვლილთაგან 5 ბათუმის მკვიდრი იყო. მათ შორისაა ზაურ აბულაძე, რომლის მამის თქმითაც, ბიჭი ავღანეთში მსახურობდა ისევე, როგორც მისი ორი ძმა.

"ავღანეთში მყავდა სამივე შვილი, ერთი ნაღმზეც აფეთქდა, მაგრამ გადამირჩა, მაინტერესებს აქ რა მოხდა, მშვიდობიან ადგილზე", - განაცხადა გარდაცვლილის მამა.