"ფარა დილის 6 საათზე გამყავს საბალახოდ" - მწყემსი გოგო შუაფხოდან
"ფარა დილის 6 საათზე გამყავს საბალახოდ" - მწყემსი გოგო შუაფხოდან
"ჩემი სწავლის მთავარი დამფინანსებლები ჩემი ცხვრებია"

"სოფელში მწყემსი გოგო ვარ, ქალაქში - ქალაქელი,"- მეუბნება სამედიცინო კოლეჯის მესამეკურსელი მარიამ ქოჩაშ­ვილი. მთაში საქმეს რა დალევსო და - შაბათ-კვირას იქ მიიჩქარის"


- მთაში ქალებს დიდი ჯაფა ადგათ, საქალო საქმეც მათ კისერზეა და საკაცოც...
100-მდე ცხვარი გვყავს და როცა მშობლებს არ სცალიათ, მე მივდივარ ცხვარში. ერთხელ ერთმა კაცმა დამინახა და ცოლს გადაულაპარაკა - ნახე, ცხვარში სიარულს კადრულობსო. თითქოს შემაქო, მაგრამ მაინც არ მესიამოვნა. არადა, ჩემი სწავლის მთავარი და ერთადერთი დამფინანსებლები ჩემი ცხვრებია. ფარა დილის
6 საათზე გამყავს საბალახოდ. წიგნს წავიღებ ხოლმე და... სამეცადინოდაც კარგი ადგილია, მთავარია, ჩრდილი და ჩამოსაჯდომი შეარჩიო. დარში დროც მალე გადის, სუსხიან დღეებში კი წუთები ამინდივით იზლაზნება. დავყვები ფარას და სინამდვილეში ცხვრის მაგივრად ფიქრებს ავედევნები ხოლმე, ფიქრი კი ოხერია, სად არ წამიყვანს....

- ძროხაც გყავთ?

- მაშ. ძროხებს მწყემსი არ უნდა, დილით გავრეკავთ და საღამოს ბრუნდებიან. ვთესავთ კარტოფილს, სიმინდს, ლობიოს... ფუტკარიც გვყავს
- 17 სკა. თაფლი გაგიწურავთ? სულ არაა ძნელი. ჩვენი კუთხე დამბალხაჭოთი და ხინკლითაა ცნობილი. დამბალხაჭო მეც გამიკეთებია, ხანგრძლივი პროცესია, ხინკლის მოხვევაში კი არც გამეჯიბროთ.

- სოფელში რა პრობლემებია?

- ვოცნებობ ამბულატორიის ამოქმედებაზე. რაც გვაქვს, რთულ მდგომარეობაშია. ინვენტარი არ აქვთ, შენობა თითქმის დანგრეულია. რამდენიმე თვეში დავასრულებ სწავლას და ვნახოთ, რა გამომივა. კოლეჯში პრაქტიკასაც გავდივართ, გარდა ამისა, წელიწადზე მეტია, თბილისის ბავშვთა კლინიკურ ინფექციურ საავადმყოფოში ვმუშაობ ექთანის დამხმარედ. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე და გამოცდილებაც მივიღე.
მიყვარს ჩემი შუაფხო. ზაფხულობით აქ ხალხმრავლობა, ჟივილ-ხივილია, ახლა სკოლის მოსწავლეებს თუ შეხვდებით აქა-იქ, თვალის გასახარად, დანარჩენი - შეშის ჩეხა და საქონლის ბღავილი თუ ისმის. უკვე ხეები გაშიშვლდა და ობლად დარჩენილი სახლები რომ მოჩანს, გული მიკვდება. ყველას ქალაქისკენ აქვს თვალი.

სწავლას რომ დავასრულებ, აუცილებლად დავბრუნდები, იმიტომ რომ სოფელი არ დაიცალოს, რომ ჩემი დაბრუნებით სხვა ახალგაზრდებსაც მივცე მაგალითი. ვფიქრობ, თანამედროვედ აღჭურვილი ამბულატორიაც დააკავებს სოფელში ხალხს. ხომ ხდება ოცნებები?!.

ეკა სალაღაია
neliko
08 დეკემბერი 2017 11:20
გენაცვალე ჩემო სიცოცხლე გოგო .გაიხაროს შენმა გამზრდელმა .იმრავლოს შენნაირებმა საქართველოში გული გამინათდა მომავლის იმედი ჩამესახა ინტერვიუ რომ წავიკითხე.შენამდე ლელა კილაძის ბჟუტურს უსმენდი და გული დაბლა დავარდა ნერვიულობისგან სისხლი გამიშრა ძარღვებში კივილი მინდოდა ეს უმსგავსო გოგო და ბევრი მაგნაირი როგორ აზროვნებს. რომ არა შენი ინტერვიუ მთელი დღე გაბოროტებული ვივლიდი. ეხლა სიცოცხლე მომინდა ჩემო სიხარულო თვალებში გამოვიხედე და სისხლმა ნორმალურად დაიწყო მოძრაობა გაიხარე ჩემო პატარა.
ზაზა
08 დეკემბერი 2017 11:09
გენაცვალე ქალობაში
მერი
08 დეკემბერი 2017 10:55
ბატონო რამინ და ვინც იმ კუთხის შვილი ხართ, წაეხმარეთ ამ გოგონას და თქვენც მიიღეთ მონაწილეობა....
რუბრიკის სხვა სიახლეები
11-12-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
11-12-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
11-12-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
11-12-2017
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა თამაშობს ყველაზე დიდ როლს არასრულწლოვანთა დანაშაულში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა