საქართველოს რამდენი მოქალაქე არ შეუშვეს შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ? - კვირის პალიტრა

საქართველოს რამდენი მოქალაქე არ შეუშვეს შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ?

უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს მხოლოდ 379 მოქალაქეს ეთქვა.

აქედან ყველაზე მეტჯერ უარი საქართველოს მოქალაქეებმა იტალიისგან, პოლონეთისგან და საბერძნეთისგან მიიღეს. შესაბამისი ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა.

შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტულ ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის ფაქტების სტატისტიკური მაჩვენებელი ასეთია:

იტალია - 77, პოლონეთი - 61, საბერძნეთი - 57, კვიპროსი - 51, უნგრეთი - 38, გერმანია - 30, ლიტვა - 25, ნიდერლანდები - 12, ბელგია - 9, საფრანგეთი - 7, შვედეთი - 3, დანია - 2, ესტონეთი - 2, შვეიცარია - 2, ფინეთი - 2 და ესპანეთი -1.

მონაცემები მოცემულია შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღიდან (28 მარტი) 2 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში შენგენის ზონაში მოგზაურობის საერთო რაოდენობამ შეადგინა - 165 059 ერთეული. პირების რაოდენობამ, რომლებმაც სავარაუდოდ დაარღვიეს უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა - 10 330 პირი შეადგინა. მონაცემები მოიცავს მხოლოდ შენგენის ზონაში ავიარეისების მონაცემებს.

"ინტერპრესნიუსი"