ნახე ყველა(ფერი) საქართველოში - კვირის პალიტრა

ნახე ყველა(ფერი) საქართველოში

ყველაფერი საუკეთესო დაუჯერებელ ფასად

გიყვართ მოგზაურობა? გიზიდავთ ველური ბუნება და ეგზოტიკური სანახაობა? ვერ წარმოგიდგენიათ დასვენება ექსტრემის გარეშე? ბუნებაში ფეხით ხეტიალი, კარვები, კოცონი და მთებში ცხენით ჯირითი მოგენატრათ? შეგიძლიათ ყველა სურვილი აისრულოთ, ნახოთ და განიცადოთ ყველაფერი ერთბაშად. ამას დედამიწის ზურგზე სხვაგან ვერ შეძლებთ, ეს მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი, სადაც ზღვა, მთა, ნახევრად უდაბნო თითქმის წამებში ცვლიან ერთმანეთს და გასაოცარი სანახაობით გართობენ.

ბათუმიდან მტირალას დაცულ ტერიტორიამდე მისასვლელად მხოლოდ 45 წუთი გჭირდებათ, კინტრიშის ნაკრძალამდე ქობულეთიდან 25 წუთში ჩახვალთ, ბათუმიდან ერთ საათში კი, თუ მოისურვებთ, კოლხეთის ეროვნული ნაკრძალის სტუმარი გახდებით.

ზაფხულის (არა მარტო) სეზონზე დაცული ტერიტორიების სააგენტო მაქსიმალურ შესაძლებლობას გაძლევთ, ისარგებლოთ საუკეთესო ინფრასტრუქტურით, საერთაშორისო სტანდარტის სერვისით და ახალ-ახალი ტურისტული პროდუქტებით.

ეს ყველაფერი გელით ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებში, სადაც დღემდე შემორჩენილია ხელუხლებელი ბუნება უამრავი ნადირ-ფრინველით, ულამაზესი ლანდშაფტით, ბუნებრივი ტბებით და ჩანჩქერებით, უძველესი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით.

KvirisPalitra.Geროგორ გავიგნო გზა?

დაცული ტერიტორიების სააგენტომ იზრუნა, რომ ყველაფერი უმოკლეს დროში მოასწრო. არ გჯერა? აბა, ინტერნეტში მოძებნე მისამართი www.apa.gov.ge და გზა ხსნილი გაქვს.

მაგალითად, თუ გადაწყვიტე თუშეთის ეროვნულ პარკს ესტუმრო, ინტერნეტშივე შეგიძლია შეარჩიო სასურველი ადგილი, აქვე, მყისვე დაჯავშნო სასტუმრო და სასურველი სერვისიც აირჩიო. აი ტელეფონიც: 75-38-87; 877 90-72-72.

თუ ნაწილობრივ დაუგეგმავად გიყვარს მოგზაურობა, მაგრამ გზადაგზა კითხვებიც გაწუხებს ხოლმე, შეგიძლია დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებს ან ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრებს მიმართო.

აქ იმდენი საინფორმაციო ბროშურა და ბუკლეტი დაგხვდება, რომ შესაძლოა თავბრუ დაგესხეს სანახაობათა მრავალფეროვნების გამო.

სხვათა შორის, აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე იმასაც კი გირჩევენ, სად რა უნდა ჩაიცვა. თუ მოგზაურობას ახლა იწყებ, იცოდე, რომ ამის გათვალისწინება აუცილებელია, თორემ შესაძლოა ძალიან სასიამოვნო ტური ვერ შეირგო.

თუ საერთოდაც არ გეგმავ და ისე აპირებ მოგზაურობას, ყოველი შემთხვევისთვის იცოდე, გზად ყველაფერი გაკვალულია, საგანგებო ბილიკებიდან გადახვევის შემთხვევაშიც კი ხშირად წააწყდები საინფორმაციო დაფებს.

იქ ბევრ ისეთ რამეს წაიკითხავ, რომ შესაძლოა მოგზაურობის დაგეგმვაც კი მოგინდეს.

KvirisPalitra.Geძალიან მაგრად გაერთობი

საქართველოს ეროვნული პარკები უამრავ სხვადასხვა სახის ტურს და სერვისს გთავაზობს. გინდა ლაშქრობაში მიიღე მონაწილეობა, ან  ეკოტურით და ველოტურით ისიამოვნე, სააგენტომ საგანგებოდ შეიძინა სპეციალური ველოსიპედები მთისთვის.

კემპინგი, საცხენოსნო ტური, ფრინველებზე დაკვირვება, სამოყვარულო თევზჭერა, ყველაფერი შეგიძლია ნახო და განიცადო.

ახლა არ იკითხავ, საწყლოსნო ტურები რა მრავალფეროვანია? შეგიძლია შეეჭიდო მთის გიჟ მდინარეებს ჯომარდით, კაიაკით, ზღვაზე ისეირნო პონტონით, კატამარანით და კატერით, ნახო დელფინები, ეს სააგენტოს უახლესი ტურისტული პროდუქტია.

საუკეთესოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურა შესანიშნავ პირობებს გთავაზობს. არჩევანი შენზეა, რა გსურს? - მარკირებული ბილიკების გასწვრივ განლაგებული ტურისტული ბუნგალოები და თავშესაფრები საშუალებას იძლევა, ილაშქრო ან ცხენით იმოგზაურო ეროვნულ პარკში.

გინდა ადგილობრივი მეგზური გაიყოლე, გინდა - მარტომ იხეტიალე.

თუ ფეხით სიარული მოგბეზრდა, ცხენი და ტურისტული აღჭურვილობის დაქირავება უმოკლეს დროშია შესაძლებელი. შეგიძლია საგანგებოდ მოწყობილ საკარვე და საპიკნიკე ადგილებზე დაისვენო.

თვალწარმტაცი ბუნების გარდა, შეგიძლია ტრადიციული სოფლები ნახო, სამზარეულოებში შეიხედო, საუკუნოვანი არქიტექტურა დაათვალიერო. სანახავი და გასართობი იმდენია, რომ ერთი ზაფხული ნამდვილად არ გეყოფა.

დაუჯერებელი ფასები

დაცული ტერიტორიების სააგენტომ თავდაყირა დააყენა მოსაზრება, რომ ის, რაც კარგია, იაფი არ ღირს. აქამდე არსებული სერვისების პაკეტი კიდევ უფრო გაუმჯობესდა  და შემუშავდა ფასდაკლების სისტემა.

ეს იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ყველა(ფერი) საქართველოში. ჯგუფური, ანუ ათზე მეტკაციანი ჯგუფებისთვის ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებში 50%-იანი ფასდაკლების სისტემა ამოქმედდა.

KvirisPalitra.Geსად შემიძლია დავისვენო?

ინფრასტრუქტურა ყველა ეროვნულ პარკში თითქმის ერთნაირია და  მოიცავს ადმინისტრაციულ და ვიზიტორთა ცენტრებს სასტუმროთი, საკონფერენციო დარბაზებით, ბილიკებით, საინფორმაციო დაფებითა და საპიკნიკე ადგილებით.

კოლხეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრში განთავსებულია 4 ორადგილიანი ნომერი, 15-ადგილიანი კაფეტერია, 60-ადგილიანი საკონფერენციო დარბაზი, ვიზიტორს შეუძლია გაისეირნოს პონტონით პალიასტომზე და კაიაკებით მდინარე ფიჩორზე.

ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრში 4 სასტუმრო ნომერია, მოგემსახურებათ 10-ადგილიანი კაფეტერია და 35-ადგილიანი საკონფერენციო დარბაზი.

შეგიძლიათ ღამე გაათენოთ ეროვნულ პარკში მდებარე ვიზიტორთა 17 ბუნგალოში, თითოეული 2-ადგილიანია.

ლაგოდეხის ნაკრძალის ვიზიტორთა ცენტრში განთავსებულია 3 სასტუმრო ნომერი, 40-ადგილიანი კაფეტერია და 40-ადგილიანი საკონფერენციო დარბაზი.

KvirisPalitra.Geთუშეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში 7 სასტუმრო ნომერი გელოდებათ, 20-ადგილიანი კაფეტერიითა და 25-ადგილიანი საკონფერენციო დარბაზით.

მსგავსი ტურისტული ინფრასტრუქტურა მოწყობილია კიდევ 5 დაცულ ტერიტორიაზე: ქობულეთის, კინტრიშის, ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე, მტირალას და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკებში.

სააგენტო გეგმავს დაცულ ტერიტორიებზე სამოქალაქო ქორწინების სერვისის შეთავაზებასაც. შედეგად, ყველაზე ეგზოტიკური და რომანტიკული ქორწინების მსურველების ფანტაზიას უსაზღვრო გასაქანი მიეცემა.

ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა წლის ბოლომდე სათაფლიის ნაკრძალში, დასრულდა ინფრასტრუქტურის მშენებლობა პრომეთეში, სადაც უნიკალური მღვიმეები გელოდებათ. მოკლედ, თუ გსურთ მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური კომფორტით ისარგებლოთ და თავი ნამდვილ მოგზაურად იგრძნოთ, მიმართეთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე თქვენ ყველაზე დაცულად იგრძნობთ თავს, რეინჯერები იზრუნებენ თქვენს უსაფრთხოებაზე.

R