ბიისის ჩანჩქერი - მდინარე ტანას ხეობის სასწაული - კვირის პალიტრა

ბიისის ჩანჩქერი - მდინარე ტანას ხეობის სასწაული

ეს 45-მეტრიანი ყინულის ჩანჩქერი გორიდან 24 კილომეტრში, სოფელ ბიისსა და ბოშურს შორის, მდინარე ტანას ხეობაში მდებარეობს. ის 15-ოდე წლის წინ შეამჩნიეს ყინულზე მცოცავებმა. მას შემდეგ, თებერვალში ჩანჩქერის ძირთან საუკეთესო მეკლდეურები იყრიან თავს და კლდიდან გადმოფენილი ყინულის წვერისკენ უდიდესი რისკის ფასად მიიწევენ.

შესაძლოა, ჩანჩქერის "ცნობადობას" ისიც უშლიდა ხელს, რომ ზაფხულობით კლდეების ძირში წყალი მცირე ტბად გუბდება, ზამთარში კი კლდე იყინება და ულამაზეს ყინულის ფარდებს ქმნის.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის გეომორფოლოგის, ბატონი გიორგი დვალიშვილის თქმით, მდინარე ტანას ხეობიდან რუსეთს მნიშვნელოვანი მოგება ჰქონდა. რუსეთმა აქ რკინიგზა გაიყვანა და ხეობიდან ძვირფასი ჯიშის ხეტყე გამოჰქონდა. რკინიგზის სადგურის გარშემო სოფელი გაშენდა, რომელიც დღეს დაცლის პირას არის. სოფელი ბიისი კი, რომლის სახელიც ჰქვია ამ ჩანჩქერს, ფაქტობრივად დაცლილია, ახლა იქ 5 ოჯახიღა ცხოვრობს. იცლება სოფელი ბოშურიც. არადა, სოფელ ბიისში ცხელი გოგირდის წყლები ამოდის, ბოშურში კი უნიკალური მინერალური წყალია. ამას დაუმატეთ ხეობის განსაცვიფრებელი სილამაზე და ჩანჩქერი.

- ბიისის ჩანჩქერს როდის ჰყავს ყველაზე მეტი მნახველი?

- ჩანჩქერის წინ ხეობა კლდეებით არის გარშემორტყმული, მზის დასავლეთისკენ გადახრისთანავე სითბო ნაკლებად სწვდება და შედარებით დაბალ ტემპერატურასაც ეს განაპირობებს.

თებერვალში ჩანჩქერის ყინული იმდენად სქელდება, რომ აქ მეკლდეურები ყინულზე ცოცვის შეჯიბრებას აწყობენ.

ეთერ ერაძე