ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა - როგორ ამინდი გველის უახლოეს დღეებში? - კვირის პალიტრა

ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა - როგორ ამინდი გველის უახლოეს დღეებში?

6 დეკემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 6–8 დეკემბერს, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4–5 ბალიანი შტორმი. მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ქარბუქი და თოვლი.