რუსთავის სკოლაში მანდატურმა მე-10 კლასის მოსწავლეს ელექტროშოკი აღმოუჩინა - კვირის პალიტრა

რუსთავის სკოლაში მანდატურმა მე-10 კლასის მოსწავლეს ელექტროშოკი აღმოუჩინა

არსებული ინფორმაციით, რუსთავის #18-ე საჯარო სკოლაში მანდატურმა მე-10 კლასის მოსწავლეს ელექტროშოკის აპარატი აღმოუჩინა. აღნიშნულის გამო სკოლის მანადატურმა ადგილზე საპატროლო პოლიცია გამოიძახა.

ფაქტს რუსთავის საგანმანათლებლო რესურს ცენტრში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გონივრული ეჭვის შემთხვევაში, სკოლის მანადატური მოსწავლეებს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით ისედაც ამოწმებს.

"ამჯერად მანდატურმა უცნაური ხმა გაიგო და მოსწავლე შეამოწმა. მე-10-ე კლასელ ბიჭს ე.წ. ელექტროშოკის პატარა აპარატი აღმოაჩნდა. მანდატურმა და სკოლის ადმინისტრაციამ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და მოსწავლეს აპარატი ჩამოართვეს", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" რესურს ცენტრში.

ფოტო: ტელეკომპანია "ქვემო ქართლი"

"ინტერპრესნიუსი"