მოსალოდნელია მეწყერი და ღვარცოფი - რას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ? - კვირის პალიტრა

მოსალოდნელია მეწყერი და ღვარცოფი - რას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ?

10-12 დეკემბერს მოსალოდნელია მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება, –ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში დაფიქსირდა უხვი ნალექი თოვლის სახით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის მატებისა და 11 დეკემბერს მოსალოდნელი ნალექების გამო, 10-12 დეკემბერს მოსალოდნელია მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"