როდიდან და რომელ ქუჩებს შეეხება მოძრაობის შეზღუდვა საახალწლო განათებების დამონტაჟების გამო ? - კვირის პალიტრა

როდიდან და რომელ ქუჩებს შეეხება მოძრაობის შეზღუდვა საახალწლო განათებების დამონტაჟების გამო ?

საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, ჭავჭავაძის გამზირსა და პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, 11-12 დეკემბერს, ჭავჭავაძის გამზირსა და პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„11 დეკემბერს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირზე. ხოლო 12 დეკემბერს, ამავე საათებში, ავტოტრანსპორტით გადაადგილება ნაწილობრივ იქნება შეზღუდული, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე, ასევე პეკინის ქუჩაზე. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"