პაციენტს მუცლის ღრუში, 25 წლის წინ გაკეთებული ოპერაციისას ჩარჩენილი პინცეტი უპოვეს - კვირის პალიტრა

პაციენტს მუცლის ღრუში, 25 წლის წინ გაკეთებული ოპერაციისას ჩარჩენილი პინცეტი უპოვეს

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაციენტს მუცლის ღრუში 25 წლის წინ გაკეთებული ოპერაციისას ჩარჩენილი სამედიცინო პინცეტი აღმოუჩინეს. აღნიშნული ინფორმაცია "კვირის პალიტრას" კლინიკა "ინოვას" პიარ-მენეჯერმა ნატო კალმახელიძემ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ უცხო სხეული ორგანიზმში მაშინ ნახეს, როცა მას მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას უკეთებდნენ და სულ სხვა ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

როგორც ირკვევა, "ინოვას" ქირურგმა-გინეკოლოგმა ირაკლი თოდუამ პაციენტს, წლების წინ ორგანიზმში ჩარჩენილი, პინცეტი უსისხლო ოპერაციით, ლაპაროსკოპიული მეთოდით ამოუღო.