"მინდოდა მეყვირა, ხალხო, ხომ არ გაგიჟდით, რას ლაპარაკობთ -მეთქი?!" - რას ამბობს სოფო ნიჟარაძე მის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე? - კვირის პალიტრა

"მინდოდა მეყვირა, ხალხო, ხომ არ გაგიჟდით, რას ლაპარაკობთ -მეთქი?!" - რას ამბობს სოფო ნიჟარაძე მის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე?

"რუსთავი 2" -ის გადაცემა "პროფილში" მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ პირადი ცხოვრების ისტორია მოყვა და მის გარშემო წლების განმავლობაში აგორებულ ჭორებზეც ისაუბრა:

"არასწორი აღმოჩნდა ჩემი თავდაცვა - ამ ჭორებზე გაჩუმება და არ პასუხი, ამან უფრო მეტად გააღვივა ეს უსაფუძვლო ლაპარაკი... ახლა ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტი კომუნიკაცია გაქვს საზოგადოებასთან, უკეთესია, როცა არის კითხვები უნდა უპასუხო.

ვერ დავაკონკრეტებ იმდენი სისულელე მსმენია ჩემ შესახებ, ძირითადად ჩემი პირადი ცხოვრების გარშემო, რადგან ამაზე ღიად არ ვლაპარაკობდი, ეს კიდევ უფრო მეტ ინტერესს იწვევდა, ფიქრობდნენ, მალავს რაღაცასო, ხანდახან მინდოდა მეყვირა, ხალხო, ხომ არ გაგიჟდით, რას ლაპარაკობთ - მეთქი?!

საზოგადოებაზე, ხალხზე ბევრს ვფიქრობდი, მერე მივხვდი, ამგვარი ჭორები, დამოკიდებულება მაინც იქნება, რაც არ უნდა სცადო ამის თავიდან აცილება... ამ ყველაფრის გადაფასება მომიტანა იმ ტრაგედიამ, როცა ძალიან ახალგაზრდა მამა დავკარგე... რის მერე ვფიქრობდი, საერთოდ რა მანერვიულებდა მანამდე, თურმე მთავარი მხოლოდ ის არის, რომ კარგად და ჯანმრთელად ვიყოთ".