"თოფჩიკას"ყასაბურად მკვლელობაც კი ვერ შეედრება იმას, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა..." - კვირის პალიტრა

"თოფჩიკას"ყასაბურად მკვლელობაც კი ვერ შეედრება იმას, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა..."

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ავრცელებს ვიდეომიმართვას, სათაურით: ''51-ე სკოლის ტრაგედიის ანატომია'', რომელშიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს აანალიზებს, სადაც სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბისას, ორი მოზარდი ლევან დადუნაშვილი და დათო სალარიძე თანატოლებმა მოკლეს.

"ნუთუ მე ერთადერთი ვარ, ვისაც ეჩვენება, რომ ეს ფსიქოდელიური სისასტიკე, წარმოუდგენელია ფხიზელ ადამიანებს ჩაედინათ. სამწუხაროდ, ჩხუბის მეტი რა გვინახავს, ყველას გვახსოვს ჩვენი თაობის უსასტიკესი მკვლელობა წყნეთში, ლევან თოფჩიშვილისა, იგივე "თოფჩიკასი", ვერელების მიერ, რომელმაც 90-იან წლებში გახსნა ეპოქა ქართველი ბიჭების მიერ ერთმანეთის ჟლეტისა, რაც დღემდე გრძელდება და რამაც ასობით ახალგაზრდა გამოასალმა სიცოცხლეს... "თოფჩიკას" ლეგენდარულად, ყასაბურად მკვლელობაც კი ვერ შეედრება იმას, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა... - ორ ბიჭს ჯამში 38 ჭრილობას ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბევრი მოზარდიც კი ვერ მიაყენებდა. მე გაოგნებულია ვარ იმით, რომ არსად არავინ არ სვამს საკითხს, იყვნენ თუ არა ეს ბავშვები ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, ანუ როგორც ახლა მათ თაობაში ამბობენ, "დატაბლეტკებულები"? -  ამბობს ლევან ვასაძე