"15 წლის ვიყავი, რომ დამჭრეს, ჩემ წინ ექვსჯერ დაარტყეს ბიჭს დანა" - კვირის პალიტრა

"15 წლის ვიყავი, რომ დამჭრეს, ჩემ წინ ექვსჯერ დაარტყეს ბიჭს დანა"

ხორავას ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიაზე საუბრისას, მსახიობმა გიორგი გურგულიამ განაცხადა:

- 15 წლის ვიყავი, რომ დამჭრეს, ჩემ წინ ექვსჯერ დაარტყეს ბიჭს დანა, ის გამოვათრიე და მერე მე მომივიდა კონფლიქტი, მეც დამჭრეს. დედაქალაქი ყოველთვის მაგალითის მიმცემი იყო სხვა ქალაქებისთვის. ადრე მკვლელობა თითქმის არ ხდებოდა თბილისში. ერთი ლადო ქოქიაშვილის ამბავი იყო და მეორე - ასტამურ აჩბასი. ჩემს თაობაში ყოველი მეორე მოკლეს, ხოლო ვინც გადარჩა, ნახევარი ნარკოტიკს შეეწირა, ნახევარი - ავარიას. ჩემი თაობის კაცები, ვისაც უნდა აღეზარდა ახალი თაობა, გაწყდნენ. ამის შემდეგ წინა მთავრობამ 20-დან 40 წლამდე ბიჭები, ვისაც უნდა ემრავლებინა ერი, ციხეში გამოკეტა. ის რეჟიმია მიზეზი იმისა, რაც ახლა ხდება. უწინ ბავშვი დაკავებული იყო, წრეზე დადიოდა. ახლა დროის დიდ ნაწილს კომპიუტერთან ატარებენ, ნებისმიერი თამაში კი დატვირთულია სისხლითა და მკვლელობით. (იხილეთ სრულად)