ნათია თოდუა გერმანული Voice-ს გამარჯვებულია - კვირის პალიტრა

ნათია თოდუა გერმანული Voice-ს გამარჯვებულია

ნათია თოდუა გერმანული Voice-ს გამარჯვებული გახდა. ქართველმა მომღეარლმა 50.10% მოიპოვა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა კი, ხმათა მთლიანი რაოდენობის 25.45%.

ფინალში ნათია თოდუამ 4 სიმღერა შეასრულა, მათ შორის ერთ-ერთი Sunrise Avenue-ს ცნობილ ვოკალისტ სამუ ჰაბერთან ერთად, რომელიც მისი მწვრთნელია.

​ნათია თოდუა 26 000 კონკურსანტიდან 4 ფინალისტში მოხვდა. მისი მწვრთნელი ფინური როკ-ბენდის დამაარსებელი და ვოკალისტი სამუ ჰაბერი იყო, რომელიც ნათიასთან ერთად კონკურსის გამარჯვებული გახდა.

ნათია თოდუას გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

"ნათია თოდუა The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებულია!

გილოცავ ნათია!

საქართველო ამაყობს შენით!",- ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე.

იხილეთ ასევე:  "მამა ახლაც გალის რაიონში, სოფელ ნაბაკევში ცხოვრობს. მეზობლებისგან იგებს ჩემს ამბავს..."