საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 3 ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავში ხანძარს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა.

სადარბაზოში ძლიერი დაკვამლიანების გამო საპატრულო პოლიციამ და მაშველებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. გარდაცვლილია ორი მამაკაცი და ერთი ქალი.

ხანძრისგან გამოწვეული კვამლით მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო კიდევ რამდენიმე ადამიანმა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

"ინტერპრესნიუსი"