ვინ დანიშნა შს მინისტრმა "112"-ის ახალ ხელმძღვანელად? - კვირის პალიტრა

ვინ დანიშნა შს მინისტრმა "112"-ის ახალ ხელმძღვანელად?

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.

ამ თანამდებობაზე ნიკა გელაშვილი დაინიშნა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან კაკავამ "112"-ის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ნიკა გელაშვილი მიმდინარე წლის 30 იანვრიდან 15 დეკემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი იყო. 2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 30 იანვრამდე იგი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2013–2016 წლებში ნიკა გელაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უფროსი, ხოლო 2013 წელს კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. 2009 – 2012 წლებში იგი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს მეოთხე განყოფილების (სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლი "წითელი ხიდი") პატრულ-ინსპექტორად მუშაობდა. ნიკა გელაშვილმა 2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი.