რა გახდა 11 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი? - კვირის პალიტრა

რა გახდა 11 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი?

არსებული ინფორმაციით, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში 11 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ბავშვის გარდაცვალების მიზეზად ფილტვების ანთება სახელდება.

არაოფიციალური ცნობით, 11 წლის მოზარდი კლინიკაში 10 დღის განმავლობაში იყო მოთავსებული და მკურნალობას პალატაში გადიოდა.

"ინტერპრესნიუსი" ინფორმაციის გადამოწმებას და დეტალების გარკვევას როგორც უშუალოდ აღნიშნულ კლინიკაში, ისე ჯანდაცვის სამინისტროში ცდილობს.

იხილეთ ასევე: "დაემუქრნენ კიდეც - თუ თანხას არ გადაიხდით, თქვენვე დაზარალდებითო" - პაციენტის "გაწეწვის" ახალი მეთოდი?!