"ახალი ხმის" მონაწილე თორნიკე მეცხვარიშვილი გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

"ახალი ხმის" მონაწილე თორნიკე მეცხვარიშვილი გარდაცვლილი იპოვეს

მუსიკალური პროექტის, "ახალი ხმის" მონაწილე 24 წლის თორნიკე მეცხვარიშვილი გარდაიცვალა. როგორც Ambebi.ge-ს მეცხვარიშვილის მეგობარმა, მომღერალმა ოთო ნემსაძემ განუცხადა, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მიღებული ინტოქსიკაციაა. 24 წლის მომღერალი გარდაცვლილი დღეს იპოვეს.

თორნიკე მეცხვარიშვილი "ახალ ხმაში" 2012 წელს მონაწილეობდა, თუმცა პროექტს მალევე გამოეთიშა. ე.წ. ბრმა კასტინგის დროს მას ჟიურის არც ერთი წევრი არ შემოუტრიალდა.