წლის სენსაციური აღმოჩენები
31-12-2017
წლის სენსაციური აღმოჩენები
2017 წელი გამაოგნებელი აღმოჩენებით აღინიშნა. მათგან ზოგიერთი მოულოდნელად გაიხსნა მეცნიერთათვის, ზოგიერთის რამდენიმეწლიანი კვლევა კი ამ წელს დაგვირგვინდა და უეჭველობაც საბოლოოდ დაზუსტდა.

იდუმალი ადამიანი - ცხოველისა და ადამიანის შოკის მომგვრელი­ "ნაერთი"

შარშანდელ მთავარ­ აღმოჩენებს შო­რის პირ­ველი ადგილი სამხრეთ აფრიკაში­, ქალაქ იოჰანესბურგის ახლოს, გამოქვაბულთა კასკადში (მას "ამომავალი მზის" სახელით იცნობენ) რამდენიმე­ მლნ წლის იდუმალი ადამიანის ნაშთებს მიაკვლიეს. მათ რატომღაც "ადამიანი-ვარსკვლავი" უწოდეს, მათი ასაკი დაახლოებით 3 მლნ წელია.

ამ თითქოსდა კარგად შესწავლილ ტერიტორიაზე
მეცნიერებმა მიაგნეს ღრმულს, რომლის ვიწრო შესასვლელში მხოლოდ ჩია ადამიანის გაძრომა შეიძლება. 12-მეტრიან ქვაბულში ფარნის შუქზე ადამიანის ძვლების გროვა აღმოჩნდა. შესანიშნავად შენახული 1550-მდე ნაშთი აქამდე შეუსწავლელი ადამიანის ის სახეობაა, რომელიც კიდეც ჰგავდა ადამიანს და არც ჰგავდა. მაგალითად, დიდი, ძირითადი
კბილების გვირგვინები ადამიანის კბილების მსგავსია, მაგრამ მცირე კბილების ფესვების მსგავსი დღემდე არ უნახავთ. ფართოდ გაშლილი მენჯის ძვალიც მეტისმეტად პრიმიტიულია, თუმცა ამავე მენჯის ძირი თანამედროვე ადამიანისას ჰგავს. თავის ქალას ტვინბუდეში მეტისმეტად მცირე ზომის ტვინის ადგილია. მათი კაცები დაახლოებით 1,5 მ სიმაღლის იყვნენ და 45 კგ-ს იწონიდნენ. ქალები - ოდნავ დაბლები და მსუბუქები. მათი კვლევისას მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დედამიწაზე ადამიანის წინაპრებთან ერთად ცხოვრობდა ადამიანის მსგავსი არსება, რომელიც გარკვეულ პერიოდში ადამიანის რასას ერეოდა, მაგრამ მილიონობით წლის წინ ადამიანს დაშორდა.

ყველაზე საინტერესო კი ის იყო, როგორ აღმოჩნდა გამოქვაბულში ამდენი ნაშთი ერთად. საბოლოოდ, მეცნიერები შეთანხმდნენ, რომ ეს გამოქვაბული "ადამიანი-ვარსკვლავის" სასაფლაო იყო - შესაძლოა, გამოქვაბულის ვიწრო შესასვლელიდან ყრიდნენ მიცვალებულებს.

"კაცობრიობის ყველაზე მასობრივი გამანადგურებელი იარაღი"

2107 წლის შოკის მომგვრელ მიღწევად აღიარეს ადამიანის გენის რედაქტირება, რასაც ამერიკის დაზვერვის სამსახურმა უკვე უწოდა "კაცობრიობის ყველაზე მასობრივი გამანადგურებელი იარაღი". მიუხედავად ამისა, კვლევა ორეგონის უნივერსიტეტში ბოლომდე მივიდა - მეცნიერებმა ადამიანის ემბრიონებში დნმ-ის გენები შეცვალეს, ანუ მათი რედაქტირება სხვა, სასურველი გენებით მოახდინეს. ამ ექსპერიმენტით დაამტკიცეს, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული ადამიანების წარმოქმნა გარდაუვალია. ამ პროცესს უწოდებენ ჩანასახოვანი ხაზის ინჟინერიას, რომელიც ე.წ. დაპროექტებული ბავშვების წარმოქმნით "იმუქრება", თუმცა, ექსპერიმენტების ავტორები დარწმუნებულნი არიან, რომ კვლევა კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანეს შედეგს მოიტანს, რადგან დაავადებული გენეტიკის შემთხვევაში ემბრიონებს არაჯანსაღ გენს მოაშორებს და აბსოლუტურად ჯანმრთელად აქცევს.

როდის წავალთ სიცოცხლის პლანეტაზე?


2017 წლის უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად ითვლება დედამიწიდან დაახლოებით 40 სინათლის წლის მანძილზე მყოფი იმ პლანეტის აღმოჩენა, რომელზეც, მეცნიერთა თქმით, უსათუოდ არის სიცოცხლე. განსაკუთრებით თღAPPIშთ-1-ზე, რომლის მასა მზის მასის 8%-ია, რადიუსი - 11% და, რომელშიც ოკეანეების არსებობაც შესაძლებელია. როგორც "ნასა" აცხადებს, უკვე აღარ ჩნდება კითხვა, მართლაც არსებობს თუ არა იქ სიცოცხლე, იმასღა კითხულობენ, - როდის წავალთ იქ?

ხელოვნურ საშვილოსნოში ბატკანი გამოზარდეს

2017 წლის უდიდესი სენსაციაა იაპონელი მეცნიერის გამოგონებული ხელოვნური საშვილოსნო, რომელშიც უკვე გამოიზარდა ბატკანი. ფლორენციელმა ექიმებმა ბატკნის ემბრიონი კოლბიდან, დედის საშვილოსნოს ნაცვლად, სითხით სავსე ცელოფანში შესვეს. მალე მათ თვალწინ ემბრიონი ბატკნად გადაიქცა. ეს ექსპერიმენტი ცხადყოფს, რომ მალე შეიქმნება ხელოვნური ადამიანიც (ჰომუნცულუს), რომელსაც უძველეს ჩანაწერებში ახსენებდნენ...

პარკინსონის დაავადების მიზეზებს მიაკვლიეს


2017 წლის უდიდეს აღმოჩენას მიეკუთვნება უმძიმესი პარკინსონის დაავადების მიზეზის აღმოჩენა. Uკალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის უახლესი კვლევებით, პარკინსონის დაავადების მიზეზია ტვინში დიდი ცილოვანი კომპლექსების დაგროვება, რომელიც ტვინის ნერვულ უჯრედებს წამლავს. საბედნიეროდ, ყველა ცილა ასეთი მკვლელი როდია - პარკინსონის მიზეზია ცილა ალფა-სინუკლეინი, რომელსაც შეუძლია კუჭ-ნაწლავში პათოგენური ფორმა მიიღოს, ტვინში ააღწიოს, იქ უჯრედები მოწამლოს და პარკინსონად იქცეს. მკვლევრებმა ალფა-სინუკლეინი თაგვების კუჭში შეიყვანეს და ორგანიზმში მის მოძრაობას ასევე მედიცინის უახლესი მეთოდით დააკვირდნენ. ცილამ მთელი ორგანიზმი გაიარა კუჭიდან თავის ტვინამდე, იქ კი ის პროცესების შექმნას "შეუდგა", რომელმაც თაგვი პარკინსონით დააავადა.

ასე რომ, ადამიანს უფრო მეტად­ მოუწევს ფიქრი იმაზე, თუ რა მი­ირთვას.

მზის ფერმა

"მზიანი პანდა" უწოდეს ჩინელმა გამომგონებლებმა 2017 წლის საოცარ ქმნილებას - მზის ფერმას, რომელიც კაცობრიობას მზის ენერგიის თავის სასიკეთოდ გარდაქმნასა და დედამიწის გაჯანსაღებას ასწავლის.
პანდის ფორმის მზის ფერმა, რომელიც 248-აკრიან ფერდობზეა გაშლილი, მზის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის და მოსახლეობას აწვდის. პროექტი 2019 წელს დასრულდება. ის 3,2 მლრდ კვტ ენერგიას გამოიმუშავებს და დაახლოებით მლნ ტონა ნახშირს დაზოგავს, რომელსაც ელექტროენერგიის წარმოსაქმენლად იყენებენ. ამასთანავე, "პანდა" ატმოსფეროში ნახშირბადის დაგროვებასაც შეამცირებს, თანაც 2.74 მლნ ტონით.

ყოვლისშემძლე ანტიბიოტიკი

ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმის ბაქტერიებმა ანტიბიოტიკებთან ბრძოლა ისწავლეს. ასე რომ, ზოგიერთ ინფექციას (მათ შორის მასობრივსაც), მაგალითად, ტუბერკულოზს, მენინგიტს, გონორეას და ა. შ. თანამედროვე ანტიბიოტიკები ვეღარ ერეოდნენ. შესაბამისად, რომელიმე ამ დაავადებათაგანი კაცობრიობას გლობალური საფრთხით ემუქრებოდა. ახლა ასე აღარ მოხდება, მეცნიერებმა პრეპარატ "ვანკომიცინის" მოდელირებით შექმნეს ანტიბიოტიკი, რომელიც თანამედროვე ანტიბიოტიკებზე 100-ჯერ ძლიერი იქნება. პრეპარატი გერმანელმა, ინგლისელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს. ამ ანტიბიოტიკის გამოგონებით მედიცინაში ახალი ერა იწყება. ახალი პრეპარატის წარმოება 5 წელიწადში დაიწყება...
ლუხო
01 იანვარი 2018 11:09
გონიერებამ, სამყაროს ყველა საიდუმლო რომც ამოხსნას,

უღმერთოდ მაინც გაუჭირდება ” (ლუხო)
რეზო
31 დეკემბერი 2017 22:27
რუსეთში კი გამოიგონეს კატანკა მავთულის მოსაღუნი მოწყობილობა.

რედაქტორის რჩევით