დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა - კვირის პალიტრა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ, სრულიად საქართველოს - კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა.

"დიდი სიამოვნებით ვუგზავნი თქვენს უწმინდესობას გულითად მოლოცვას. თბილად ვიხსენებ თქვენს ვიზიტს ლონდონში 2011 წელს. მიხარია, რომ მჭიდრო ურთიერთობები ჩვენს ხალხს შორის იზრდება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას", - ნათქვამია ელისაბედ მეორის მოლოცვაში.

დედოფლის მისალოც წერილს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"