"ქართველები თავს ინუგეშებთ, მოსკოვის პატრიარქი ჩვენი ეკლესიის ტერიტორიულ ერთიანობას ცნობსო..." - კვირის პალიტრა

"ქართველები თავს ინუგეშებთ, მოსკოვის პატრიარქი ჩვენი ეკლესიის ტერიტორიულ ერთიანობას ცნობსო..."

დეკანოზი ილია ჭიღლაძე საკუთარ "ფეისბუკზე" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებულ რუსეთის პატრიარქის მილოცვას კრიტიკულად გამოეხმაურა.

"მსოფლიო პატრიარქის, კონსტანტინოპოლელ ბართლომეოსის მილოცვაში ჩვენი პატრიარქი სრული ტიტულით იყო მოხსენიებული, მოსკოვის პატრიარქი კირილე კი ჯიუტად არიდებს თავს ცხუმ-აფხაზთის მიტროპოლიტად მის მოხსენიებას... დასკვნა თქვენ გააკეთეთ... როდესაც ქართველები თავს ინუგეშებთ, მოსკოვის პატრიარქი ჩვენი ეკლესიის ტერიტორიულ ერთიანობას ცნობსო, ესაა მისი სიტუაციური სვლა, გამომდინარე საეკლესეიო კონიექტურიდან, თუმცა ათზე მეტი რუსი და აფხაზი მღვდელი ჰყავს ხელდასხმული და გაგზავნილი მოსკოვის საპატრიარქოს აფხაზეთში, მირონი და ოდიკიც არ აკლდებათ მოსკოვიდან. მახსენდება ელცინის და პუტინის რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის "მხარდაჭერა და აღიარება" 1992-2007 წლებში, როცა სიტყვა და საქმე დიამეტრულად სხვაობდა... პატრ. კირილე კი სიტყვითაც გვკბენს..."

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 შესრულდა.აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით პატრიარქმა უამრავი მილოცვა მიიღო. მას იუბილე  რომის პაპმა ფრანსისკემ, დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ,მსოფლიო პატრიარქმა კონსტანტინოპოლელ ბართლომეოსმა და რუსეთის პატრიარქმა  კირილემაც  მიულოცა.