"აქეთ მამშვიდებს. მეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება" - რას ამბობს მსახიობ გიორგი მახარაძის დედა? - კვირის პალიტრა

"აქეთ მამშვიდებს. მეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება" - რას ამბობს მსახიობ გიორგი მახარაძის დედა?

მსახიობ გიორგი მახარაძეს 2 კვირის წინ მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. მას ოპერაცია გაუკეთეს და ექიმებმა ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. 27 წლის მსახიობი დიაგნოზს არ ეპუება, თავს მხნედ გრძნობს და დედას, თეონა ჩივაძეს ამხნევებს.

დიაგნოზის გადამოწმების მიზნით, დედა-შვილი 3 იანვარს თურქეთში მიემგზავრება.

- ქალბატონო თეონა, როდის დაუდგინდა გიორგის დიაგნოზი და რომელ ორგანოზეა საუბარი?

- არ გვინდა დაკონკრეტება, უბრალოდ გეტყვით, რომ ოპერაცია 2 კვირის წინ გაკეთდა. რამდენიმე დღის წინ ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს და ქიმიოთერაპია დაუნიშნეს. გადავწყვიტე წავიყვანო თურქეთში, სადაც ახლობლები მყავს და იქ თავიდან დასვან დიაგნოზი, დანიშნონ მკურნალობა.

- რამე აწუხებდა აქამდე?

- უეცრად აიტკივა თავი, მერე სხვა ორგანოები. საქართველოში თუ ვინმე პროფესორი იყო, ყველასთან მყავდა. უცებ დაისვა დიაგნოზი, გაკეთდა ოპერაცია... თავიდანვე სიმსივნეზე ჰქონდათ ეჭვი. მერე ჩატარდა მორფოლოგიური კვლევა და დადგინდა, რომ ავთვისებიანი სიმსივნეა. დახოცილები ვართ. სულ არ წარმოგვედგინა ამ ყველაფრის წინაშე თუ დავდგებოდით გაგრძელება

599070709 თეონა ჩივაძე (გიორგის დედა)

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ "თიბისი" ბანკის ანგარიშზე: GE16TB7747845061100065

იხილეთ ასევე: "ასეთ დროს გამორიცხულია ძველი წყენების გახსენება...მე გიორგი შვილივით მყავდა"