როგორია გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული თემურ დათიკაშვილის მდგომარეობა, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა? - კვირის პალიტრა

როგორია გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული თემურ დათიკაშვილის მდგომარეობა, რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა?

გარიგებული მატჩების ბრალდებით დაკავებულ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის პირველმა მოადგილემ, მარინა გელანტიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამჟამად პაციენტი პოსტოპერაციულ განყოფილებაში იმყოფება.

”პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოთავსებულია პოსტოპერაციულ განყოფილებაში და მიმდინარეობს დაკვირვება. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. რაც შეეხება პაციენტის გაწერას, ეს მოხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და ვვარაუდობთ, რომ ის კლინიკაში რამდენიმე დღე დარჩება”, - განაცხადა მარინე გელანტიამ.

"ინტერპრესნიუსი"