"ერთჯერადად გაიხუმრა" -რას ამბობს დედა, რომლის შვილსაც სიგარეტი მოაწევინეს? - კვირის პალიტრა

"ერთჯერადად გაიხუმრა" -რას ამბობს დედა, რომლის შვილსაც სიგარეტი მოაწევინეს?

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც პატარა, 3 წლის ბიჭს მოსაწევად სიგარეტს სთავაზობენ, საზოგადებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია.

როგორც ბავშის დედამ  განაცხადა, მომხდარის შესახებ არაფერი იცოდა და აღნიშნული მან დღეს ტელევიზიით შეიტყო. მისივე თქმით, ამ ყველაფერზე ეღიმება. დედა ამბობს, რომ ახალი წლის ღამეს, საკუთარ შვილს, სტუმრებიდან ერთ-ერთმა, სიგარეტი „ერთჯერადად“ გაასინჯა, ყველაფერი მობილურით გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.

"ჩემი ქმარი და მისი თანამშრომლები ახალი წლის ღამეს შეიკრიბნენ და სვამდნენ. უბრალოდ, ბავშვმა მოინდომა,რომ სიგარეტი ხელში აეღო და ხუმრობის თვალსაზრისით, ერთჯერადად გაიხუმრა. მე არაფერი ვიცოდი, მეორე შვილი მყავს, 6 თვის ჩვილი და იმას ვუყურებდი. ეს ამბავი კი ტელევიზიით გავიგე. დღეს დილით ავდექი და ჩავრთე თუ არა, ჩემი შვილის კადრები ამოვარდა. გავგიჟდი, რა ხდება-მეთქი, არაფერი ვიცოდი. ეს ყველაფერი ჩემი ქმრის თანამშრომელმა გადაიღო და სოციალურ ქსელში დადო. ჩემი შვილი იმ დონეზე მიყვარს, რომ ერთი წამით არ შემიძლია უიმისოდ. არავინ არ დავინახო ჩემთან მოსული, იმის სათქმელად, რომ უნდა წავიყვანოო..გავგიჟდები“", – აცხადებს ორი შვილის დედა.

"მიდი, მამიკო, მოქაჩე, მოქაჩე" - როგორ ზრდიან "ქართველი ვაჟკაცები" "ვაჟკაც" შვილებს...