"31 დეკემბერს გავიდა ჩემი შვილი სახლიდან" - რას ამბობენ აბაშაში გაუჩინარებული 28 წლის მამაკაცის ახლობლები? - კვირის პალიტრა

"31 დეკემბერს გავიდა ჩემი შვილი სახლიდან" - რას ამბობენ აბაშაში გაუჩინარებული 28 წლის მამაკაცის ახლობლები?

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში ექვსი დღის წინ დაკარგული 28 წლის ირაკლი კეკელიას ნათესავები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, უწყებამ სამძებრო სამუშაოები გვიან დაიწყო.

"31 დეკემბერს გავიდა ჩემი შვილი სახლიდან. პოლიცია ყურადღებას არ გვაქცევს, ვითხოვთ დახმარებას", -აცხადებს დაკაგულის დედა თამილა კეკელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"