"ფიფქიას" სავიზიტო ბარათი...
"ფიფქიას" სავიზიტო ბარათი...
"1970 წელს შედგა ძია ირაკლის და ჩემი დუეტი. პრემიერამ იმდენად წარმატებულად ჩაიარა საახალწლო ტელეეთერში, რომ მომდევნო ახალ წელს კიდევ შეიქმნა ახალი "ფიფქები" და ასე გაგრძელდა რამდენიმე წელი"

"ფიფქები ცვივა და ფიფქები მღერიან, გამოდით, გამოდით, ახალი წელია", - ეს ყველა ჩვენგანისთვის ცნობილი და საყვარელი კომპოზიტორის, იაკობ ბობოხიძის საახალწლო სიმღერაა, რომელსაც ირაკლი უჩანეიშვილი და პატარა გოგონა, ლენა რაქვიაშვილი ასრულებდნენ. ქალბატონი ლენა "კვირის პალიტრის" სტუმარია.

- ამ სიმღერის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. პირველი "ფიფქები"
1969 წელს ჩაიწერა, ვასრულებდით მე და ძია იაშას (ბობოხიძე) ქალიშვილები: ნანა, მაია, ია და მზია. სამწუხაროდ, ეს ჩანაწერი აღარ არსებობს. შემდეგ, 1970 წელს, შედგა ძია ირაკლის (უჩანეიშვილი) და ჩემი დუეტი. სიმღერის იდეა და ხორცშესხმა ძია იაშას ეკუთვნის. პრემიერამ იმდენად წარმატებულად ჩაიარა სა
ახალწლო ტელეეთერში, რომ მომდევნო ახალ წელს კიდევ შეიქმნა ახალი ""ფიფქები"" და ასე გაგრძელდა რამდენიმე წელი.

ამ სიმღერის გამო დღემდე "ფიფქიასთან" ვასოცირდები. წინასაახალწლოდ მიხსენებს ხოლმე სხვადასხვა გამოცემა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს და გამოგიტყდებით, გულსაც მიჩუყებს.

- ამჟამად სად ცხოვრობთ და რა სფეროში მოღვაწეობთ?

- უკვე რვა წელია მოსკოვში ვცხოვრობ და ვასწავლი მუსიკას. თუმცა იმედია, ადრე თუ გვიან, დავუბრუნდები თეატრს.

- "ფიფქები" ნათელი მაგალითია იმისა,­ რომ ბავშვობიდან მღერით.

- მუსიკალურ ოჯახში დავიბადე. როგორც დედა ამბობს, უკვე 6 თვიდან მკაფიოდ ვღიღინებდი მელოდიებს. ოთხი წლისა ორივე ხელით ვასრულებდი იოლ პიესებს ფორტეპიანოზე. სცენა თავიდანვე მიყვარდა, ოჯახურ კონცერტებს ვმართავდი. მომწონდა, ფარდის უკან დამალულს, სტუმრების წინაშე გამოსვლა. მანამდე აუცილებლად ვინმეს უნდა გამოვეცხადებინე:­ "თქვენ წინაშეა კოსმოსის დამსახურებული არტისტი!"
ჩვენს ოჯახში იკრიბებოდა რჩეული საზოგადოება: კომპოზიტორები, პიანისტები,­ პოეტები, რეჟისორები, მსახიობები, რამაც­ დიდი გავლენა იქონია ჩემზე.

- გახსოვთ ის მომენტი, როდესაც ირაკლი უჩანეიშვილთან ერთად მოხვდით ჩამწერ სტუდიაში?

- ჩემთვის მანამდეც არ იყო უცხო სტუდიაში მუშაობა. როდესაც პირველად მოვხვდი ჩამწერ სტუდიაში ძია ირაკლის გვერდით, მეფერებოდა და მანებივრებდა, ამიტომ რა გასაკვირია, რომ გარემოს უმალ ავუღე ალღო. კომპოზიტორი იაკობ ბობოხიძე და მსახიობი ირაკლი უჩანეიშვილი სამუდამოდ არიან ჩემს გულში, როგორც ადამიანები, რომლებმაც მომანიჭეს "ფიფქიას" სავიზიტო ბარათი და მას დღემდე არ მოჰკლებია პოპულარობა.

"კვირის პალიტრის" კოლექტივსა და მის ყველა მკითხველს მინდა მივულოცო ახალი წელი, გამოვხატო მადლიერება ჩემით დაინტერესებისთვის. ბედნიერი და პოზიტივით სავსე ამბები გქონოდეთ­ გასაშუქებელი. ჩემს თავს კი თბილისში, ჩემს საყვარელ სამშობლოში მალე დაბრუნებას ვუსურვებ.

"ამ სიმღერას ცუდად მღერითო..."


ხავერდოვანი ხმით, როლებით და სიდარბაისლით ირაკლი უჩანეიშვილი ცნობილი და პოპულარული იყო სიცოცხლეშიც და დღესაც. სცენაზე შემთხვევით მოხვდა, თავდაპირველად მფრინავობაზე ოცნებობდა და საავიაციო ტექნიკუმშიც სწავლობდა. გეგმა ვასო გოძიაშვილმა შეაცვლევინა, რომელიც შემთხვევით დაესწრო ტექნიკუმში დადგმულ სამოყვარულო სპექტაკლს მისი მონაწილეობით. ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობდა. სუფრა, რომელსაც ის თამადობდა, წარმოდგენას ემსგავსებოდა. მუსიკალური განათლება არ ჰქონია, მაგრამ ეს სულაც არ უშლიდა ხელს, რომ ფორტეპიანოზე ჯაზის კომპოზიციები შესანიშნავად შეესრულებინა. გიტარა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. დაუვიწყარია მისი როლები. განუმეორებელია მისი ნამღერი "ფიფქები", "ავადა ვარ, ავადა"... ერთხელ თურმე ახლობლებთან ერთად რესტორანში ქეიფისას გიტარა მოუმარჯვებია და ამღერებულა. მეზობელი სუფრიდან ვიღაც ახალგაზრდა მისულა, ბატონო, ამ სიმღერას ცუდად მღერით, ირაკლი უჩანეიშვილივით უნდა იმღეროთო. ირაკლი უჩანეიშვილს ღიმილით უთქვამს, თუ შემხვდება, აუცილებლად გადავცემო.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები