იოსებ ჯუღაშვილი: "მე სტალინის შთამომავალი ვარ!"
იოსებ ჯუღაშვილი: "მე სტალინის შთამომავალი ვარ!"
"ის მორწმუნე ადამიანი გახლდათ, მოძღვარიც ჰყავდა"

"ევგენი ბაბუა იოსებ ჯუღაშვილის ასლი იყო. პირველი შვილიშვილი ვიყავი ოჯახში და მე მერგო საპატიო მისია, ჩემი დიდი წინაპრის მოსახელე ვყოფილიყავი"

"ჩემი სახელისა და გვარის გაგონება­ ყო­ველთვის ყურადღებას იქცევდა" - ამბობს 23 წლის კონსერვატორიის სტუდენტი იოსებ ჯუღაშვილი და აღნიშნავს, რომ ერთადერთია ჯუღაშვილების გვარში,­ ვინც მუსიკოსის გზა აირჩია.


- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი მუსიკალური ნიჭი დედამ აღმოაჩინა, როცა 9 წლის ვიყავი. 2006 წელს პირველად დავუკარი
ორკესტრთან ერთად და მაშინ მივხვდი, მუსიკა ჩემი გზა იყო.
ამბობენ, რომ მუსიკალური ნიჭი დედისგან მერგო, თუმცა არ არის გამორიცხული, ამაში ჩემს დიდ წინაპარსაც მიუძღოდეს "ბრალი"­ - ცნობილია, რომ იოსებ სტალინიც კარგად მღეროდა. მისი საყვარ­ელი სიმღერა - "გაფრინდი შავო მერცხალო" - მეც ძალიან მიყვარს.

- როგორი
ნათესავი ხართ სტალინის?

- მე სტალინის მეოთხე თაობის წარმომადგენელი­ ვარ. სტალინის უფროსი ვაჟი იაკობი, რომელიც ომში დაიღუპა, ბაბუაჩემის, ევგენი ჯუღაშვილის მამა გახლდათ. იაკობს ორი შვილი ჰყავდა - ევგენი და გალინა.

- იაკობი ტყვეობიდან თავის დაღწევისას­ გარდაიცვალა...

- ასე არ ყოფილა. ის ომში დაიღ­უპა­­ ბელორუსიის ტერიტორიაზე. ეს ჩემი ოჯა­ხის წევრებმა გამოიძიეს. ის, რომ თითქოს ფაშისტებს ტყვედ ჩაუვარდა, გერმანელების შეთითხნილია.

- ტყვეობაში გადაღებული ფოტოები რომ არის გავრცელებული?

- ეგ ფოტომონტაჟია.

- როცა სტალინი გარდაიცვალა და ტანისამოსი გახადეს, ბელადს კიტელქვეშ შავი მაისური სცმია. მომვლელი ქალი ამბობდა, შავი მაისური იაკობის დაღუპვის შემდეგ მუდმივად ეცვაო.

- დიახ, ასე გლოვობდა... ისე, რამდენად­ წინააღმდეგობრივადაც უნდა ჟღერდეს,
ის მორწმუნე ადამიანი გახლდათ, მოძღვარიც ჰყავდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ მოძღვარი დაკითხვებზეც დაჰყავდათ, მაგრამ არ გათქვა აღსარების საიდუმლო.

- ურთიერთობა გაქვთ იაკობ ჯუღაშვილის­ ნახევარი და-ძმის შთამომავლებთან?

- ბაბუას ურთიერთობების შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მე ურთიერთობა არავისთან მაქვს.
ჩვენს ოჯახში არის სტალინის ხელით დაწერილი წერილი, რომელიც იმერეთში თავის მასწავლებელს, პეტია კაპანაძეს გამოუგზავნა მოსკოვიდან: როგორც შეგპირდი, დახმარებ­ას - 200 მანეთს გიგზავნიო. ეს წერილი ჩემთვის შეუფასებელი განძია. ვერ ვიმეტებ, რომ მუზეუმს გადავცე.

- ცნობილია, რომ სტალინის პირველი მეუღლე ეკატერინე სვანიძე იოსებ ჯუღაშვილის დიდი სიყვარული იყო
.

- სტალინმა ორივე მეუღლე დიდი სიყვარულით შეირთო.

- სტალინის რომელიმე შთამომავალი თუ ჰგავს მას?

- მე რომ მკითხოთ, ევგენი ბაბუა იოსებ ჯუღაშვილის ასლი იყო. პირველი შვილიშვილი ვიყავი ოჯახში და მე მერგო საპატიო მისია, ჩემი დიდი წინაპრის მოსახელე ვყოფილიყავი. ჩემს ძმას ვასილი ჰქვია. იოსებ სტალინზე, როგორც უდიდეს ისტორიულ ფიგურასა და ოჯახის წევრზე, კარგი აზრის ვარ. როდესაც ჩემს სახელსა და გვარს იგებენ, პოზიტიურად განეწყობიან, როგორც აქ, ისე საზღვარგარეთ.

- ბატონო ევგენი როგორი ბაბუა იყო?

- გადასარევი. ექვსი წლის იყო, როდესაც დაობლდა. იაკობის მეუღლე, ანუ ევგენის დედა, ოლგა გოლიშჩევა გახლდათ.­ ევგენი ბაბუა 60-იან წლებში ჩამოვიდა თბილისში, აქ იქორწინა ნანა ნოზაძეზე და ორი ვაჟი შეეძინათ - მამაჩემი ბესარიონი, რომელიც კინორეჟისორია და ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და იაკობი (მხატვარი).

- ევგენი ჯუღაშვილს თუ ჰყავდა ნანახი სტალინი?

- მოყოლილი აქვს და წიგნშიც არის მოთხრობილი, როგორ ნახა ბელადი აღლუმის მსვლელობისას წითელ მოედანზე, მეორედ კი - გარდაცვალების შემდეგ... როგორც ვიცი, 80-იან წლებში თბილისში­ სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ცხოვრობდა ქალიშვილთან ერთად. ამ პერიოდში რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს ბაბუაჩემი ევგენი და ქალბატონი სვეტლანა...


- თქვენი მუსიკალური გეგმებიც გაგვიზიარეთ...

- მეოთხე კურსზე ვსწავლობ, საფორტეპიანო ფაკულტეტზე, მაგრამ სამომავლოდ დირიჟორობა მსურს - უცხოეთში მასტერკლასებიც გავიარე. ერთი თვის წინ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სიმფონიურ ორკესტრს ვუდირიჟორე. ვაპირებ, საზღვარგარეთ გავაგრძელო სწავლა.

- როგორც დიდი ბელადის შთამომავალს, სატელევიზიო შოუებში თუ გეპატიჟებიან?

- ხშირად მთავაზობენ მონაწილეობას, თუმცა იშვიათად ვთანხმდები.


ეკა სალაღაია
nino.
23 იანვარი 2018 13:56
me aq erti shemtxveva shemidzlia rom davcero da tanac dzalian kargi stalinze, magram sheidzleba ar daijeron da iseti ram daceron rom guli matkinon, arada sruli simartlea,magram erts davcer da gamgebi gaigebs,vhemi babua rom ityvian sikvdils dzlivs gadarcha da fexze kargad ver dadioda, kastilit dadioda, ai aseti adamiani frontze caiyvanes, da rodesac bebia mivida mis sanaxavad savab caiyvandnen,ase utxra bebias, aba shen ici shvilebs mimixede da rom chamobal vici vinc gamishva da vis magivradac gamishvao, iq rontze xom unda gavxde mkvleli, raga erti momiklavs da raga chemi gammetebelio.magram samcuxarod tu sasiketod babua ar dabrunda.samcuxarod imitom rom bebias sami oblis gazrda dzalian gauchirda,dzalian uchirda ekonomiurad,momxmarec aravin yavda da sami patara bavshvebit bevrjer mshier-mcyurvali agamebda.sasiketot ki imitom rom,rom chamosuliyo baua turme iseti xasiatis iyo usamartlobas ver itanda da mat namdvilad moklavda da chven misi shtamomavloba sul codvashi viqnebodit,iq omi iyo da samshoblos icavda, albat ase ineba upalma,axla vin mipasuxebs vinaa damnashave bebiam tanjvashi da csamebashi rom gazarda shvielbi? mertyvit marto bebisheni xom ar iyo maseo,mec gipasuxebt aratva, magram kastilebiani kaci rom caiytvane vinaa damnashave?xoda tuki gulrcfelad mipasuxebt,mere martla davcer imert datanac martal shemtxvevas stalinze da mere tu gindat gind daijeret gind ara.
ტოტო
23 იანვარი 2018 12:20
სტალინიზმი,არის რუსული ფაშიზმი,რომლის საფასურს საქართველო დღესაც იხდის თითქმის მილიონი ქართველის ფიზიკუ რი განადგურებით,რომელსაც აწარმოებდა ლენინ-სტალინის დიქტატურული შავრაზმელური ბოლშევიკური პოლიტიკური ელ იტა:ტროცკის,კიროვის,ბუხარინის,ეჟოვის,ბერიასა და მისი შექმნილი "ჩეკად"წოდებული სიკვდილის "ექსკადრონები".
გიორგი უკლება
23 იანვარი 2018 12:00
დათო-ს. კი ბატონო, გაიხაროს ამ ახალგაზრდა კაცმა და მისმა ჯიშმა და ჯილაგმა, მაგრამ ხომ არ იცი რა დააშავა სანდრო ახმეტელის, მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის და სხვა ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადამიანების ჯიშმა და ჯილაგმა, რომლებიც მისი "დიდი" ბაბუის რეპრესიებს შეეწირა? იქნებ გაქვს ამაზე პასუხი და თუ გვამცნობ, მადლობელი დაგრჩებით.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
24-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები