თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა - კვირის პალიტრა

თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე, თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილ შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტში განუცხადეს, ადგილზე 40-ზე მეტი მეხანძრე მაშველი და 8 სამაშველო ტექნიკა მუშაობდა.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის დათვალიერება, რის შედეგადაც ცნობილი გახდება თუ რამდენი კვადრატული მეტრი ფართობია დამწვარი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა