რა მიზეზით გაუქმდა თბილისის აეროპორტში დაგეგმილი 9 რეისი? - კვირის პალიტრა

რა მიზეზით გაუქმდა თბილისის აეროპორტში დაგეგმილი 9 რეისი?

ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 9 დაგეგმილი რეისი გაუქმდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, გაუქმებულია თურქეთიდან დაგეგმილი 4 რეისი, მათ შორის ორი ათათურქის, ხოლო ორი გოგჩენის აეროპორტიდან.

ორი რეისი გაუქმდა თეირანიდან. ასევე, რეისები ვერ სრულდება ალმაატიდან, დუბაიდან და ურუმჩიდან. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვერ აკონკრეტებენ თუ როდის მოხდება გაუქმებული რეისების აღდგენა ან გადაიდება თუ არა სხვა დაგეგმილი რეისები.

"ინტერპრესნიუსი"