რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა - კვირის პალიტრა

რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის რუსთავის მონაკვეთზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რუსთავის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და ამ დროისთვის მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.

არსებული ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი წითელი ხიდიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომაგისტრალის რუსთავის მონაკვეთზე მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"