ბაკურიანში მეეტლის ღიმილს ყავლი არასოდეს გასდის, ეს მათი სავიზიტო ბარათია
ბაკურიანში მეეტლის ღიმილს ყავლი არასოდეს გასდის, ეს მათი სავიზიტო ბარათია
ბარში კი თბილა, მაგრამ მთებში, საბედნიეროდ, თოვს. მართალია, არც ისე ხვავრიელად, მაგრამ მაინც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს განგება წყალობას არ იშურებს. ბაკურიანში ციგურების, ციგებისა და თოვლის მოტოტრანსპორტის მფლობელები ცას შიშით შესცქეროდნენ, - თოვლი დნებაო, მაგრამ ახალი წლის დადგომისთანავე ულამაზესი ხელისგულისტოლა ფანტელები წამოვიდა. ეტლში ჩაჯდები და მიქრის. ბაკურიანში მეეტლის ღიმილს ყავლი არასოდეს გასდის, ეს მათი სავიზიტო ბარათია.

თოვლის დნობისას პარკში მთელი დღე შუბლშეკრულები იდგნენ ციგების გამქირავებლები - რა გვეშველება, რომ აღარ
მოთოვოსო! - მითხრა პარკში ლიზა სანოძემ და ცას დარდიანად ახედა. თან ძველ ბლოკნოტში იმ ციგის საფასური ჩაწერა, რომელიც მე მომაქირავა, - საათი ხუთი ლარი! ციგებისა და თხილამურების გაქირავება ბაკურიანელების ძირითადი შემოსავლის წყაროა. ციგების გამქირავებლებს სახელგანთქმულ "კუკუშკაზეც" კი შეხვდებით. ისინი მატარებელში სადგურებზე ამოსულ სოფლების მოსახლეობას ამოაქვს,
ბაკურიანის პარკებისაკენ რამდენიმეს ერთად მიასრიალებენ, იქ კი სულ 2 საათი აქირავებენ და "კუკუშკით" შინ ბრუნდებიან. თხილამურები, რომლით სრიალსაც ვერსად ვერავინ გასწავლის, ბაკურიანის გარდა, მწვრთნელის დაქირავებიანად 30 ლარი ღირს. მართალია, ეს უძვირესი სიამოვნებაა, მაგრამ თუ თხილამურებით ველიდან დაშვებულ ბედნიერ ბავშვებს შეხედავთ, ნამდვილად ღირს. თოვლიან თავდაღმართზე თხილამურებით ქროლა საუკეთესო ადრენალინია. ბაკურიანის ტაქსი მასთან ახლოსაც ვერ მივა. მით უფრო, რომ აქ მსოფლიოში უძვირესია - 2 კილომეტრი 10 ლარი.

ბილიკებზე თოვლის მოტოტრანსპორტის გამონაბოლქვი სუნთქვას გიკრავს, სამაგიეროდ, შეშის ჯანსაღი სურნელი შერჩენია იმ ბაკურიანელების ხის სახლებს, რომელთაც შინ ბუნებრივი აირი არა აქვთ და არც ექნებათ სიღატაკის გამო, ვერც ბინებს გააქირავებენ, რომელიც მოსახლეობაში ერთი ღამით 20 ლარი ღირს, რა თქმა უნდა, კვების გარეშე. სახლს ვერც მაყვალა ბებო გააქირავებს. მარტო ცხოვრობს და თუმცა 84 წლის არის, შეშასაც მარტო ჩეხს.

- რა ვქნა, შვილო, ძალიან მწყდება გული, სასტუმროს რომ ვერ ვაშენებ, მაგრამ სხვა რომ აშენებს, მიხარია.

- ბაკურიანში უამრავი რძე, მაწონი და კარაქი იყიდებოდა, რადგან ხალხს პირუტყვი ჰყავდა.

- პირუტყვი და ფრინველი აღარავის ჰყავს. ჩემი სიყმაწვილისას საქონელი ითვლებოდა სიმდიდრედ, ახლა - სასტუმროები, რომელსაც შემოსავალი მოქვს და პირუტყვს რატომღა მოაშენებენ. ერთადერთი, ხანში შესული ბაკურიანელი ქალები წინდებს ქსოვენ. მატყლის ნართი თათარ მეცხვარეებს ახალციხიდან გადმოაქვთ. მატყლის წინდა და სვიტერი კი თოვლს უხდება და კარგადაც იყიდება. ოღონდ, უფრო უფროსები ყიდულობენ, აბა, ბალღს თოვლში შალის წინდა რად უნდა, ყირაზე გადადიან და თავისთავად თბებიან. სასტუმროებშიც ხო თბილა. სიცივეს სითბო სჯობია, ოღონდ მარტო მაშინ, როცა შინ ხარ. ზამთარს თოვლი უხდება. ეგ ჯერ ბაკურიანელებს არ მოგვკლებია და იქნებ არც აწი მოგვაკლოს უფალმა, - მითხრა მაყვალა ბებომ და დაგვემშვიდობა. მეც დავემშვიდობე მასაც და ბაკურიანსაც. ღმერთმა ზამთარში თოვლი არ მოგვაკლოს! ბაკურიანელების არ იყოს, ამის მეც მეშინია.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები