08-01-2018
ბარში კი თბილა, მაგრამ მთებში, საბედნიეროდ, თოვს. მართალია, არც ისე ხვავრიელად, მაგრამ მაინც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს განგება წყალობას არ იშურებს. ბაკურიანში ციგურების, ციგებისა და თოვლის მოტოტრანსპორტის მფლობელები ცას შიშით შესცქეროდნენ, - თოვლი დნებაო, მაგრამ ახალი წლის დადგომისთანავე ულამაზესი ხელისგულისტოლა ფანტელები წამოვიდა. ეტლში ჩაჯდები და მიქრის. ბაკურიანში მეეტლის ღიმილს ყავლი არასოდეს გასდის, ეს მათი სავიზიტო ბარათია. თოვლის დნობისას პარკში მთელი დღე შუბლშეკრულები იდგნენ ციგების გამქირავებლები - რა გვეშველება, რომ აღარ
ბილიკებზე თოვლის მოტოტრანსპორტის გამონაბოლქვი სუნთქვას გიკრავს, სამაგიეროდ, შეშის ჯანსაღი სურნელი შერჩენია იმ ბაკურიანელების ხის სახლებს, რომელთაც შინ ბუნებრივი აირი არა აქვთ და არც ექნებათ სიღატაკის გამო, ვერც ბინებს გააქირავებენ, რომელიც მოსახლეობაში ერთი ღამით 20 ლარი ღირს, რა თქმა უნდა, კვების გარეშე. სახლს ვერც მაყვალა ბებო გააქირავებს. მარტო ცხოვრობს და თუმცა 84 წლის არის, შეშასაც მარტო ჩეხს.
- რა ვქნა, შვილო, ძალიან მწყდება გული, სასტუმროს რომ ვერ ვაშენებ, მაგრამ სხვა რომ აშენებს, მიხარია.
- ბაკურიანში უამრავი რძე, მაწონი და კარაქი იყიდებოდა, რადგან ხალხს პირუტყვი ჰყავდა.
- პირუტყვი და ფრინველი აღარავის ჰყავს. ჩემი სიყმაწვილისას საქონელი ითვლებოდა სიმდიდრედ, ახლა - სასტუმროები, რომელსაც შემოსავალი მოქვს და პირუტყვს რატომღა მოაშენებენ. ერთადერთი, ხანში შესული ბაკურიანელი ქალები წინდებს ქსოვენ. მატყლის ნართი თათარ მეცხვარეებს ახალციხიდან გადმოაქვთ. მატყლის წინდა და სვიტერი კი თოვლს უხდება და კარგადაც იყიდება. ოღონდ, უფრო უფროსები ყიდულობენ, აბა, ბალღს თოვლში შალის წინდა რად უნდა, ყირაზე გადადიან და თავისთავად თბებიან. სასტუმროებშიც ხო თბილა. სიცივეს სითბო სჯობია, ოღონდ მარტო მაშინ, როცა შინ ხარ. ზამთარს თოვლი უხდება. ეგ ჯერ ბაკურიანელებს არ მოგვკლებია და იქნებ არც აწი მოგვაკლოს უფალმა, - მითხრა მაყვალა ბებომ და დაგვემშვიდობა. მეც დავემშვიდობე მასაც და ბაკურიანსაც. ღმერთმა ზამთარში თოვლი არ მოგვაკლოს! ბაკურიანელების არ იყოს, ამის მეც მეშინია.
ეთერ ერაძე
იყავი პირველი!