მიხეილ ნანეიშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

მიხეილ ნანეიშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

ქართველი ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე, ყოფილი დეპუტატი მიხეილ ნანეიშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მომხდარის გამო მწუხარება გამოხატა

"მიხეილ ნანეიშვილის აქტიური საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობას უკავშირდება. იგი თავისი პიროვნული ღირსებებით, პრინციპულობით, მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი პოზიციით ქართული საზოგადოების გამორჩეული წევრი იყო. ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ მიხეილ ნანეიშვილის ოჯახის წევრებს, მის კოლეგებსა და ახლობლებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.